ბათუმის "დინამომ" ისევ იმარჯვა და მეორე რაუნდში "ბატეს" შეხვდება [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
როგორც მოსალოდნელი იყო, ბათუმის „დინამომ“ კონფერენს ლიგის პირველი საკვალიფიკაციო ეტაპის განმეორებით მატჩშიც იოლად სძლია სან-მარინოს „ტრე პენეს“ (3:0) და გათამაშების შემდეგ ეტაპზე გავიდა.

პირველი მატჩის 4:0 მოგების შემდეგ ბათუმურ გუნდს პრაქტიკულად განაღდებული ჰქონდა საბოლოო გამარჯვება, საკუთარ მოედანზეც უპრობლემოდ დაჯაბნა მეტოქე და მეორე რაუნდში "ბატეს" დაუპირისპირდება - 22 და 29 ივლისს.

ბათუმი. „ბათუმი არენა“
დინამო (ბთ) - ტრე პენე 3:0
გოლები: 1:0 სანოგო (16), 2:0 მანჯგალაძე (47), 3:0 ფლამარიონი (51)

დინამო (ბთ): კუპატაძე, ნავალოვსკი, კობახიძე, აზაცკი, ჩაბრაძე, გაფრინდაშვილი, ტეიდი (ალთუნაშვილი 46),
ზარია (მამუჩაშვილი 75), მანჯგალაძე (ფანცულაია 62), შინდაგორიძე (ფლამარიონი 46), სანოგო (ჯიღაური 61)

ტრე პენე: მიგანი, მაიკონი (კასადეი 65), პალაცი, სარტორი, ბოჩიოლეტი, ვანდი, რიგინი (ზონზინი 73), სემპრინი, სანტონი, ბადალასი (სიმონჩელი 73), პიერი (კოსტა 63)

მკითხველის კომენტარები / 7 /
უყურეთ მიმოხილვას და ნახავთ რომ ტრე პენეს კარში გააზრებული კომბინაციით მომენტი არ შექმნილა... გოლები შემთხვევით გაიტანეს.. ბატე ამხელა ზომებს არ მისცემს და ვფიქრობ გოლის გამტანი არაა ბათუმი
ქართველი
10:51 16-07-2021
7
საინტერესოა ბათუმის დინამო და თბილისის დინამო რომ შეხვდნენ ერთმანეთს იმავე შემადგენლობით,როგორც ითამაშეს უცხოურ გუნდებთან,მანდ გამოჩნდება ცხადაძის და გეგუჩაძის ,,ბაგაჟი,, თუმცა გეგუჩაძეძე ეჭვი არ მეპარება რომ კარგად აზროვნებს,როგორც კი დაინახა საშიშროება გუნდი გადააწყო,რაც ანგარიშზეც აისახა,დარწმუნებული ვარ ბათუმი ნეფჩის გაანადგურებდა და ჩვენს გახარებას ხელიდან არ გაუშვებდა. არც ბატესთან შეგვარცხვენს მჯერა გუნდისა და განსაკუთრებით მწვრთნელისა
სვანსკი
10:43 16-07-2021
0

სიახლეები პოპულარული