"თელავმა" "არარატ-არმენიას" სძლია

AutoSharing Option
"თელავმა" ამხანაგურ მატჩში "არარატ-არმენია" 1:0 დაამარცხა, - ამის შესახებ ინფორმაციას კლუბის თავისი "ფეისბუქის" გვერდით ავრცელებს:

" საფეხბურთო კლუბმა "თელავმა", ჩემპიონატისთვის სამზადისი 11 ივლისს განაახლა და დღეს პირველი ამხანაგური მატჩი გამართა.

ჩვენი გუნდი თბილისში, შეკრებაზე მყოფ სომხეთის პრემიერლიგის მეხუთეადგილოსანს, "არარატ-არმენიას" დიღმის ოლიმპიურ ცენტრში გაეჯიბრა და იმედა აშორტიას გოლით მეტოქე 1:0 დაამარცხა.

"თელავმა" სომხებთან ორივე ტაიმში შერეული შემადგენლობით ითამაშა და მთლიანობაში, ლეგიონერებით გაძეძგილ "არარატ-არმენიასთან" სპარინგი ნაყოფიერი გამოდგა".

მკითხველის კომენტარები / 7 /
საქართველოს ნაკრებმაც მოუგო ესპანეთს ამხანაგური. მერე რა
გრიგოლი1408
17 ივლისი 2021 22:05
2
დიდგორი არ ვიზეიმოთ, ფეხბურთში გამარჯვება არ ვიზეიმოთ.....! გავთხაროთ დიდი საფლავი და ჩავწვეთ ყველა, ბევრ ქვეყანას ჩვენი არსებობაც არ უნდა და ნუ ვაწყენინებთ!
mixo
17 ივლისი 2021 11:51
0
რა გჭირთ ხალხნო, რა ბოღმა და ღვარძლი გაქვთ ასეთი, მოიგო გუნდმა, ხომ არ წაუგია :))))
როცა აგებს ქართული გუნდი, რატომ აგებენო, იგებს და მასხარაობთ:
პ. ს. ცალკე კიდევ ფოტოზე, ამხანაგურში ასეთი სიხარულიო და ვერ ხვდებით, რომ ფოტო პირობითია?
თელაველი
17 ივლისი 2021 11:30
0
ამხანაგურების ლომები ვართ.
შაკო
17 ივლისი 2021 08:58
2
ამხანაგურ თამაშში ესე გოლის აღნიშვნა არ გამიგია, დონარუმამ რო ნახოს გაგიჟდება )
მეგრელი
17 ივლისი 2021 00:54
4
აუ რა მაგარია სომხეთის ჩემპიონატის მე-5 ადგილოსანი დავამარცხეთ, ქუჩაში გამოვიდეტ ახლა მანქანის საყვირებით, თანაც ლეგიონერებით გაძეძგილი გუნდი ყოფილა...
temo
16 ივლისი 2021 23:46
7
ახლა გაძეძგილია თუ გამოძეძგილი მაინც არარატ არმენიაა და ცოტა ხომ არ ტეხავს ქართული გუნდისგან მაგათი დამარცხება დიდად ზეიმის საფუძველი, რომ გახადეთ? კი ბატონო გვახსოვს საბურთალოს ამბავი თუმცა მაინც...
ზურა
16 ივლისი 2021 23:43
6
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული