კონფერენს ლიგის მეორე საკვალიფიკაციო ეტაპის პირველ მატჩში ჰაიფის "მაკაბისთან" 1:2 დამარცხების შემდეგ პრესკონფერენციაზე თბილისის "დინამოს" მწვრთნელმა კახა ცხადაძემ ისაუბრა:
"რთულია საუბარი. მეტოქემ ისევ ინდივიდუალურად გვაჯობა. ინდივიდუალური ოსტატობა დაგვაკლდა. როცა გუნდი მაღალ მიზნებს ისახავს, შესაბამისი დონის შემსრულებლებია საჭირო. ძალიან გულდასაწყვეტია, რომ დაცვაში ასეთი უხეში შეცდომები დავუშვით. ფლანგიდან უამრავი გადაცემა გავაკეთეთ, მაგრამ უმეტესობა არაზუსტი იყო.
ზოგიერთი მოთამაშე გამოუცდელობის ფაქტორმა დააზარალა. გამოუცდელებს ეპატიებათ, მაგრამ გამოცდილი მოთამაშეები შიშით რატომ თამაშობენ, ეს ჩემთვის აუხსნელი და მიუღებელია...
ზოგიერთი ვიღაცის ინტერესს ატარებს და ტრიბუნიდან რაღაცებს ყვირიან. როგორც
"ნეფთჩისთან", ასევე დღევანდელ შეხვედრაში გუნდის მოსამზადებლად არაფერი დაგვიკლია და მეტოქეებს არ ჩამოვუვარდებოდით...
ზოგიერთი ვიღაცის ინტერესს ატარებს და ტრიბუნიდან რაღაცებს ყვირიან. როგორც
მართლა ბევრი რამ გავაკეთეთ, არაერთი კარგი ახალგაზრდა გამოჩნდა".
გთხოვთ ბოლომდე იბრძოლეთ განმეორებით თამაშში. წარმატება ფეხბურთელებს თავდაჯერებას მოუტანს და გულშემატკივარიც შემობრუნდება.