ბათუმის "დინამო" "ბატესთან" თანაბარ მატჩში დამარცხდა [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
კონფერენს ლიგის მეორე საკვალიფიკაციო ეტაპის პირველ მატჩში ბათუმის "დინამო" საკუთარ მოედანზე "ბატესთან" 0:1 დამარცხდა.

პირველ ტაიმში უპირატესობას მასპინძლები ფლობდნენ, თუმცა მომენტებს ვერ ქმნიდნენ. მეორე ტაიმი სტუმრებმა უკეთესად ჩაატარეს, რამდენიმე შანსი გაუშვეს ხელიდან, 83-ე წუთზე კი ნეხაიჩიკმა გამარჯვების გოლი გაიტანა.

განმეორებითი შეხვედრა 29 ივლისს ბორისოვოში გაიმართება და ზღვისპირელებს რევანშის აღებისა და ორრაუნდიანი დაპირისპირების თავიანთ სასარგებლოდ გადაწყვეტის საშუალება ექნებათ.

ბათუმი. „ბათუმი არენა“

დინამო (ბთ) – ბატე 0:1
გოლი: ნეხაიჩიკი (83)

დინამო (ბთ): კუპატაძე, ჩაბრაძე, კობახიძე, აზაცკი, აზაროვი, ტეიდი, ალთუნაშვილი (მანჯგალაძე 87), მამუჩაშვილი
(ზარია 59), ჯიღაური (ნავალოვსკი 87), ფლამარიონი, (სანოგო 80) ფანცულაია (გაფრინდაშვილი 59)

ბატე: ჩიჩკანი, ნეჩაევი, ი. ფილიპოვიჩი, ა. ფილიპოვიჩი, ვოლოდკო (ბორდაჩევი 46), უმაროვი (ბესმერტნი 90), იაბლონსკი, კარასიოვი, ნეხაიჩიკი, სიგნევიჩი, მილიჩი (იუსოვი 73)

მკითხველის კომენტარები / 15 /
ბატესთან რომც მოვიგოთ ეს არ ნიშნავს იმას რომ საშუალო დონის გუნდად მაინც ვითვლებით,პრობლემა სისტემურია,ქართული ფეხბურთი წინ ვერ მიდის,ფედერაცია არაფერს აკეთებს ამისთვის,არადა ნიჭიერი ბავშვები გვყავს,თუ მათ ფინანსურად ხელს არ შეუწყობ და გადაუხდელობის გამო გაიყვანს მშობელი ასე ხომ არ უნდა ხდებოდეს?? მიხვდით რომ მამიკოს და ძმაკაცების ბავშვები ვერ დადგებიან კარგი ფეხბურთელები,იმიტომ რომ ყოველთვის სხვისი იმედი აქვთ არ ვარჯიშობენ,ზოგჯერ სიგარეტსაც წაეტანებიან ხოლმე.კვარაცხელია განა აკვანშივე ასეთად დაიბადა მან ეს აღიარება მძიმე შრომის ფასად მოიპოვა,გამუდმებული შრომით. როგორც ჩვენ რიგითები გავდივართ ატესტაციას სამსახურში ქართულ ფეხბურთშიც ასე უნდა იყოს იმიტომ რომ ვარჯიში არავის უნდა და ყველას ეზარება,ფული ხომ მოდის და რა მნიშვნელობა აქვს როგორი ფეხბურთელი ხარ? მსაჯზე მეტი სირბილი ხომ მაინც უნდა შეგეძლოს?ასეთს რა გინდა ფეხბურთში??
სვანსკი
23 ივლისი 2021 11:34
0
სანამ სპორტის სექციებზე სიარული არ გახდება უფასო, იქამდე არაფერი გვეშველება, მდიდარი მამიკოს შვილები ფეხბურთს მაღალ დონეზე ვერ ითამაშებენ.
Gio
23 ივლისი 2021 11:13
0
ვინმე აზარივი ფეხბურთელად რომ მიიჩნევა იმ ქვეყანაში ფეხბურთი არ არსებობს.დაცვაში დღეს ვინც ითამაშა ბათუმიდან ფეხბურთელების გარდა ალბათ ყველაფერი არიან..
ემიგრანტი
23 ივლისი 2021 04:07
10
თაბანარ ბრძოლაში წააგო თუ მძიმე ბრძოლაში რა მნიშვნელობა აქვს, ან რა სანუგეშოა წაგებულისთვის? იმ დონეზე დავეცით რომ ბატე, ნეფჩი და არარატი საკუთარ მოედანზე გვიგებს....ამაზე მეტი საცოდაობა რაღა უნდა იყოს.
გიო
24 ივლისი 2021 13:24
1
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული