"ბატე" ბათუმელთა მასპინძლობამდე საკუთარ მოედანზე დამარცხდა

AutoSharing Option
კონფერენს ლიგის მეორე საკვალიფიკაციო ეტაპზე, ბათუმის "დინამოს" მეტოქე ბორისოვის "ბატე" ბელარუსის ჩემპიონატის მე-17 ტურში ბრესტის "დინამოსთან" საკუთარ მოედანზე 0:2 დამარცხდა.

ბათუმური შეხვედრისგან გასხვავებით, "ბატეს" მთავარმა მწვრთნელმა ვიტალი ჟუკოვსკიმ რამდენიმე ცვლილება განახორციელა - იმ შეხვედრაში ერთადერთი გოლის ავტორი პაველ ნეხაჩიკი, სერბი მცველი იაკოვ ფილიპოვიჩი და რუსი ნახევარმცველი პაველ კარასევი სათადარიგოთა სკამზე აღმოჩნდნენ. პირველი ტაიმის შემდეგ ისინი მოედანზე ერთდროულად ვიხილეთ, მაგრამ "ბატემ" მეორე ნახევარი კიდევ უფრო ცუდად ჩაატარა და საკუთარ კარში 2 გოლი მიიღო.

საბოლოო ანგარიშზე დიდი გავლენა "ბატეს" ფორვარდ ნიკოლაი სიგნევიჩის
გაძევებამ იქონია - 29 წლის ფეხბურთელი, რომელმაც ბათუმში გამართულ მატჩში 90 წუთი იასპარეზა, 28-ე წუთზე მეორე გაფრთხილების გამო გააძევეს.

ამ მარცხის შემდეგ "ბატე" სოლიგორსკის "შახტიორს" ისევ ერთი ქულით ჩამორჩება, თუმცა მოქმედ ჩემპიონზე სამი თამაშით მეტი აქვს გამართული.

"ბატესა" და ბათუმის "დინამოს" შეხვედრა 29 ივლისს, თბილისის დროით, 21:00 საათზე დაიწყება. შეხვედრის მთავარი არბიტრი შვეიცარიელი ურს სჩნიუდერი იქნება.

აღნიშნულ წყვილში გამარჯვებული 5 და 12 აგვისტოს თურქულ "სივასპორს" ან მოლდოვურ "პეტროკუბს" დაუპირისპირდება. თურქებმა და ბელარუსებმა პირველ მატჩში სტუმრად ერთნაირი ანგარიშით (1:0) იმარჯვეს.

alt"გავიფინეთ ორი ბელარუსი ნახევარმა სტადიონმა" - ბათუმში "დინამოსა" და "ბატეს" ფანებს შორის კონფლიქტი მოხდა [VIDEO]

alt"ბათუმის ატმოსფერო იყო სუპერი" - "ბატე" ხარობს და ფრთხილობს

altბათუმის "დინამო" "ბატესთან" თანაბარ მატჩში დამარცხდა [VIDEO]


მკითხველის კომენტარები / 2 /
ჰაა! თავს ნყ იმშვიდებთ! საქმეს მიხედეთ!
kaxi
10:50 27-07-2021
0
დამარცხდა? ხოდა ნიჩიაა ეგ თამაში...
კ ო მ ბ ლ ე
17:47 26-07-2021
1

სიახლეები პოპულარული