ბათუმის "დინამოს" ბრწყინვალე ქამბექი! [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
ბათუმის "დინამომ" კონფერენს ლიგის მეორე ეტაპის საპასუხო მატჩში გასვლაზე "ბატე" 4:1 გაანადგურა და გათამაშების შემდეგ ეტაპზე გავიდა.

ბელარუსულმა გუნდმა დებიუტიდანვე შეუტია, თუმცა შედეგს ვერ მიაღწია, 30-ე წუთისთვის თამაში გათანაბრდა, „დინამომ“ რამდენიმე იერიში განახორციელა და ზედ შესვენებაზე გასვლის წინ გოლი გაუშვა - საჯარიმოში ჩაწოდებულ ბურთზე მეკარე კუპატაძე და კობახიძე ერთმანეთს შეეჯახნენ, იაბლონსკიმ „ბატე“ დააწინაურა და ორი მატჩის ჯამში ანგარიში 2:0 გახდა.

შესვენების შემდეგ კი „დინამო“ ბრწყინვალედ გარდაისახა, აქტიურად შეუტია და შედეგსაც მიაღწია: ჯერ ბურთი საკუთარ საჯარიმოში ხელზე იაბლონსკის მოხვდა და პენალტით
ანგარიში მამუჩაშვილმა გაათანაბრა, ხოლო მერე ჩიჩკანის კარი ფლამარიონმა, აზაროვმა და შეცვლაზე შესულმა ფანცულაიამ დალაშქრეს და დამაჯერებელი გამარჯვება მოიპოვეს, რასაც ვულოცავთ კიდეც.

ტურნირის მესამე ეტაპზე ბათუმის "დინამო" თურქეთის "სივასპორს" 5 და 12 აგვისტოს დაუპირისპირდება.

ბორისოვო. „ბორისოვო - არენა“. 7 120 მაყურებელი
ბატე - დინამო (ბთ) 1:4
გოლები: 1:0 იაბლონსკი (45+2), 1:1 მამუჩაშვილი (48), 1:2 ფლამარიონი (59), 1:3 აზაროვი (74), 1:4 ფანცულაია (90+5)

ბატე: ჩიჩკანი, ნეჩაევი, ი. ფილიპოვიჩი, ა. ფილიპოვიჩი, ბორდაჩოვი, მილიჩი (ბესმერტნი 85), კარასიოვი (ნოსკო 85), იაბლონსკი, უმაროვი, სიგნევიჩი (იუსოვი 63), ნეხაიჩიკი

დინამო (ბთ): კუპატაძე, ჩაბრაძე, კობახიძე, აზაცკი, აზაროვი, ტეიდი, ალთუნაშვილი (ნავალოვსკი 90+4), მამუჩაშვილი (გაფრინდაშვილი 79), ზარია (მანჯგალაძე 66), ჯიღაური (შინდაგორიძე 79), ფლამარიონი (ფანცულაია 79)

მკითხველის კომენტარები / 28 /
რა ხბოს აღტაცებით ზეიმობთ და ერთმანეთს ულოცავთ,ვითომ ეგ არის ჩემპიონთა ლიგის ან ევროპის ლიგის თასი აგვეღოს, ნუთუ ვერ ხვდებით რომ შემთხვევით,ყარაულის თოფის არ იყოს ისე მოვიგეთ მეორე ტაიმი,ასეთი რამ შეიძლება 1111-ში ერთჯერ მოხდეს, თუ არა და მოგეწონათ პირველ ტაიმში დაცვისა და მეკარის თამაში? ხო კიდევ სახალხო სეირნობა გავმართოდ დღეს ქვეყნის დიდ ქალაქებში,ამხელა საქმე გაკეთდა-ევრო ტურნირების "ჭ" ლიგის მე-3 საკვალი-ციო ეტაპზე გავედიიითთთთთ
asea!!!!
30 ივლისი 2021 09:58
82
რამ გაგაბოროტა?!
!!!
01 აგვისტო 2021 22:00
0
გვაცალე 1111-ში ერთხელ მაინც გავიხაროთ :)))
irakli81
30 ივლისი 2021 11:10
1
ყველა გამოხმაურება
გილოცავთ ბათუმელებო, ამ ჩვენი ვაიჩემპიონატის კვალობაზე ჯიგრულად ითამაშეთ, ამ ჩვენ გაუბედურებულ ფიფიას დინამოსგან განსხვავებით!
aleksandre
30 ივლისი 2021 09:53
0
ნახეთ რას ნიშნავს მწვრთნელი? 3:1-ზე ორი თავდამსხმელის იგივე ამპლუის მოთამაშეებით შეცვლით (შინდაგორიძე და ფანცულაია გამოიყვანა) თავდასხმა გააძლიერა და შედეგიც მიიღო - მეოთხე გოლი მიართვა მეტოქეს. გილოცავთ ბათუმელებო და ჯგუფში შესვლას გისურვებთ
klimenti
30 ივლისი 2021 09:27
0
ესე გააგრძელეთ
+
30 ივლისი 2021 08:28
0
ბათუმს წარმატება!!! ეს რა ჩვენება აქვს ამ აჭარის ტელევიზიას დამეთხარა თვალები
Abreza
30 ივლისი 2021 07:42
0
დიდებული გამარჯვება იყო, კარგა ხანია ქართული ფეხბურთით ესე არ გამიხარია. ყოჩაღ ბიჭებს და ასევე ყოჩაღ კომენტატორს, აუ რამდენი მაცინა :) მაგარი ტიპია. ტურისტული სეზონი გახსნილიააა!:)))
irakli81
30 ივლისი 2021 00:52
0
მადლობა ბათუმის დინამოს
მჯეროდა, რომ ბათუმში შემთხვევის წყალობით მოგვიგეს.
4 ბურთის გამტან გუნდს ეს არ უნდა უთხრა, მაგრა თუ სამიზნეს გაისწორებთ არც სივასფორი იქნება აუღებელი ციხესიმაგრე.
წარმატებები ყველა თამაშში.
ისე ჯგუფში თუ გააღწევთ არც ეგ გვეწყინება არავის :)
ოთარი
29 ივლისი 2021 23:46
1
დიდი ხანია ქართული გუნდის თამაშით სიამოვნება არ მიმიგია და დღეს, ბათუმის დინამოს თამაშით მართლა სასიამოვნოდ გაკვირვებული დავრჩი. ყოჩაღ ბიჭებო, მასე გააგრძელეთ.
გისურვებთ წარმატებებს!
ზაზა
29 ივლისი 2021 23:37
0
გულწრფელად ვულოცავ ბათუმს და სრულიად საქართველოს ამ მოგებას.
გულშემატკივარი
29 ივლისი 2021 23:22
1
ბრავო!გილოცავთ, გილოცავთ!ბათუმის დინამოელებმა ძალიან გაახარეს საქართველო და ჩვენი თანამემამულეები მთელ მსოფლიოში!
Tengiz Pachkoria
29 ივლისი 2021 23:21
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული