თბილისის "დინამომ" ისევ შეგვარცხვინა [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
თბილისის „დინამო“ კონფერენს ლიგის მეორე ეტაპის განმეორებით მატჩში ჰაიფის „მაკაბისთან“ სტუმრად 1:5 განადგურდა და ამ სეზონში ევროტურნირებზე ასპარეზობა დაასრულა.

თბილისში 1:2 წაგების შემდეგ „დინამოს“ მწვრთნელი კახა ცხადაძე მაინც ოპტიმისტურად იყო განწყობილი და პირველი მატჩისგან განსხვავებით, სასტარტო შემადგენლობაში სამი ცვლილება განახორციელა. მასპინძლები თავიდანვე დაეუფლნენ ინიციატივას. მე-16 წუთზე ბენიოს შეცდომით ლევიმ ისარგებლა და „მაკაბი“ დააწინაურა, თუმცა მალე „დინამომ“ საპასუხო გოლი გაიტანა - მარუშიჩის პასით ოსეი მეკარესთან პირისპირ გავიდა და 1:1. შემდეგ უკვე მარუშიჩმა გაუშვა შანსი ხელიდან. ამას ჰაიფელთა შეტევები მოჰყვა: ჯერ დონიოს
გატანა მიგინეიშვილმა არ დაანება, მერე კი კუთხურისას „დინამოს“ დაცვა ისევ ჩავარდა და სპორკსლედემ ბურთს საკუთარ კარში მიუჩინა ადგილი.

მეორე ტაიმში „მაკაბიმ“ სამი უპასუხო გოლი გაიტანა და დამაჯერებელი გამარჯვება მოიპოვა. თბილისის "დინამომ" კი კვლავ შეგვარცხვინა და ფაქტია - ეს გუნდი დასაშლელი და თავიდან ასაწყობია.

ჰაიფა. „სემი ოფერი“. 25 000 მაყურებელი

მაკაბი - დინამო (თბ) 5:1
გოლები: 1:0 ლევი (16), 1:1 ოსეი (24), 2:1 სპორკსლედე (37, საკ.კარში), 3:1 აცილი (75), 4:1 აშკენაზი (81), 5:1 აშკენაზი (86)

მაკაბი: კოენი, მეირი, პლანიჩი (სტრაინი 84), დაჰანი, მენაჰემი, ლევი (ჯაბერი 80), როდრიგესი, ჩერი (საჰარი 65), აზიზა, დონიო (დავიდი 65), აცილი (აშკენაზი 80)

დინამო (თბ): მიგინეიშვილი, ხვადაგიანი, პაპავა, ბენიო, სპორკსლედე (იაშვილი 78), ქავთარაძე (კუცია 78), მექვაბიშვილი, რადინი (ქარდავა 52), ხარაბაძე (მორჩილაძე 38), მარუშიჩი (გაბედავა 52), ოსეი

მკითხველის კომენტარები / 45 /
მწვრთნელს რომელსაც პრეტენზია აქვს. ის კი არა ნაკრების მწვრთნელობის პრეტენზია აქვს. 4 თამაშში თუნდაც ერთი ესე თუ ისე შედეგი დადოს ერთი ფრე მაინც. არც ნეფთჩი იყო გუნდი და არც მაკაბი.ფიფია ბიზნესმენია არც აქვს პრეტენზია. ქეცბაიამ მანამ არ მოუწერია ანორთოსისი სანამ კლუბისთვის უკეთესი პირობები არ გაატანინა კონტრაქტში.
ბოკინიო
30 ივლისი 2021 17:29
1
გაუჭირდებოდათ
ვახო
30 ივლისი 2021 13:13
1
ცხადაძე რომ ნაკრების ერთადერთ გადამრჩენლად მიაჩნდათ ის ხალხი სადაა ნეტა?
beqa
30 ივლისი 2021 17:17
2
სად არის ფეოლა?
პეპე
30 ივლისი 2021 14:54
0
რატომ ლანძღავთ უშვერი სიტყვებით ფიფიას?
კლუბი მისი კერძო საკუთრებაა და მუდამ წარსულით ცოხვრება არ შეიძლება, 1987 წლის მერე კლუბს არავითარი დიდი მიღწევა არ ჰქონია,რამდენ ხანს უნდა იყოთ წარსულში გაჩხერილები?
გინდათ წარმატებული პროექტი? აიღეთ და თვითონ აკეთეთ,ა ბატონო აგერაა საბურთალო, ლოკომოტივი, ვიტ ჯორჯია, დაუდექით ამ კლუბებს გვერდით. მე არ მჯერავს ვინმე რომ თბილისის დინამოს ქომაგი იყოს, მაშინ სტადიონზე 130--150 კაცი არ ივლიდა. აცალეთ მეპატრონეს, იმას ხალხი მაინც ჰყავს დასაქმებული და ხელფასებს უხდის.
jango
30 ივლისი 2021 10:25
27
ფიფიამ დინამო ჩაძირა ბოლომდე!
jokonda
30 ივლისი 2021 20:00
0
ფიფია ბეეეეეე!!!!!!
ლევანი
30 ივლისი 2021 18:58
0
რამდენს იტყუებიან მონხილს პირადი პრობლემები ქონდა და დინამოდან იმიტომ წავიდა რომ ესპანეთში ყოფილიყოო, ტიპი ინდოეთის კლუბში გადავიდა ალბათ ინდოეთი უფრო ახლოა ესპანეთთან, კიდე წინა წელს ფარერებთან ეს ბენიო უსაცოდავესი იყო და წელსაც, ეს კობოური სად გაქრა დაწერეთ ვინმემ
მამუკა მუსელიანი
31 ივლისი 2021 23:07
0
ფიფია-ფიფანო, აბა ახლა პირი გააღე და თქვი "ააა", თქვი "აააა"
ტყეშელაანთ გიჟი
31 ივლისი 2021 01:24
0

სიახლეები პოპულარული