თბილისის "დინამომ" ისევ შეგვარცხვინა [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
თბილისის „დინამო“ კონფერენს ლიგის მეორე ეტაპის განმეორებით მატჩში ჰაიფის „მაკაბისთან“ სტუმრად 1:5 განადგურდა და ამ სეზონში ევროტურნირებზე ასპარეზობა დაასრულა.

თბილისში 1:2 წაგების შემდეგ „დინამოს“ მწვრთნელი კახა ცხადაძე მაინც ოპტიმისტურად იყო განწყობილი და პირველი მატჩისგან განსხვავებით, სასტარტო შემადგენლობაში სამი ცვლილება განახორციელა. მასპინძლები თავიდანვე დაეუფლნენ ინიციატივას. მე-16 წუთზე ბენიოს შეცდომით ლევიმ ისარგებლა და „მაკაბი“ დააწინაურა, თუმცა მალე „დინამომ“ საპასუხო გოლი გაიტანა - მარუშიჩის პასით ოსეი მეკარესთან პირისპირ გავიდა და 1:1. შემდეგ უკვე მარუშიჩმა გაუშვა შანსი ხელიდან. ამას ჰაიფელთა შეტევები მოჰყვა: ჯერ დონიოს
გატანა მიგინეიშვილმა არ დაანება, მერე კი კუთხურისას „დინამოს“ დაცვა ისევ ჩავარდა და სპორკსლედემ ბურთს საკუთარ კარში მიუჩინა ადგილი.

მეორე ტაიმში „მაკაბიმ“ სამი უპასუხო გოლი გაიტანა და დამაჯერებელი გამარჯვება მოიპოვა. თბილისის "დინამომ" კი კვლავ შეგვარცხვინა და ფაქტია - ეს გუნდი დასაშლელი და თავიდან ასაწყობია.

ჰაიფა. „სემი ოფერი“. 25 000 მაყურებელი

მაკაბი - დინამო (თბ) 5:1
გოლები: 1:0 ლევი (16), 1:1 ოსეი (24), 2:1 სპორკსლედე (37, საკ.კარში), 3:1 აცილი (75), 4:1 აშკენაზი (81), 5:1 აშკენაზი (86)

მაკაბი: კოენი, მეირი, პლანიჩი (სტრაინი 84), დაჰანი, მენაჰემი, ლევი (ჯაბერი 80), როდრიგესი, ჩერი (საჰარი 65), აზიზა, დონიო (დავიდი 65), აცილი (აშკენაზი 80)

დინამო (თბ): მიგინეიშვილი, ხვადაგიანი, პაპავა, ბენიო, სპორკსლედე (იაშვილი 78), ქავთარაძე (კუცია 78), მექვაბიშვილი, რადინი (ქარდავა 52), ხარაბაძე (მორჩილაძე 38), მარუშიჩი (გაბედავა 52), ოსეი

მკითხველის კომენტარები / 45 /
დაიჭირეთ ფიფია და ჩასვით დიდი ხნით ციხეში!!!
ანზორი
30 ივლისი 2021 00:12
2
კლასვიკის თამაში უნდა აყურებინო ზედიზედ 1 თვე.
4
30 ივლისი 2021 14:58
1
კარგი ფიფია რა "მზეც" არი გავიგეთ მაგრამ ეს ცხადაძეც ამ ჩიტებს როგორ აყენებს შემადგენლობაში. ბენიო არა "მზე". ლეგიონერებიდან ფლამარიონი და რადინის გარდა გასაყრელები არიან. დაცვა ხარაბაძის გარდა შესაცვლელია
შაკო
30 ივლისი 2021 00:11
7
მარუშიჩი უნდა მეთქვა ფლამარიონი კი არა
შაკო
30 ივლისი 2021 11:53
0
ფიფია მოვიდა აზაროვი
დათო
30 ივლისი 2021 00:06
0
თბილისის დინამოს ერთი პრობლემა აქვს - ფიფია. ამ კაცის მიზანი აკადემიიდან ფეხბურთელების გაყიდვაა დალშე არაფერი აინტერესებს
მინდია
30 ივლისი 2021 00:02
1
ბათუმის დინამოს საამაყო თამაშის შემდეგ
განსაკუთრებით გულდასაწყვეტია თბილისის დინამოს თამაში.
ალბათ მართლა დროა ცვლილებების ყველაზე მაღალ რგოლში
თავი უნდა შეიცვალოს თორემ
არაფერი არ შეიცვლება
ძალიან სამწუხაროა ძალიან!!!
Daviti
29 ივლისი 2021 23:49
0
ვისი ბრალია ? კვასხვაძესი ხო? ვაი თქვენს პატრონს . არანაირი განვითარების გეგმა გუნდს არ აქვს ! არანაირი ! ზესტაფონი გყავდეთ მეოთხე ლიგაში და თქვენ აგეთ 5-1ები . უკონკურენციო ჩემპიონატში რაიმე შედეგზე საუბარი ზედმეტია. ბათუმის დინამოს გამონათებაც სწორი მენეჯმენტის დამსახურებაა რომელიც დინამო თბილის 0 აქვს . თავის მომჭრელი მფლობელი თავის მომჭრელი მენეჯერები ვაი თქვენს პატრონს
დათო27
29 ივლისი 2021 23:47
1
გაუჭირდებოდათ
აბააა
29 ივლისი 2021 23:42
0
დაშალეთ
roma
29 ივლისი 2021 23:39
0
არაუშავს კიდევ ბევრჯერ შეგვარცხვენს
Anti
29 ივლისი 2021 23:39
4
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული