ბათუმის "დინამომ" თითქმის მოგებული მატჩი წააგო [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
კონფერენს ლიგის მესამე საკვალიფიკაციო ეტაპის პირველ მატჩში ბათუმის "დინამო" საკუთარ მოედანზე "სივასპორთან" 1:2 დამარცხდა.

თამაში მასპინძლებმა აქტიურად დაიწყეს, ჯოვინო ფლამარიონი მეტოქის დაცვის მარჯვენა ფლანგზე სივრცეებს პოულობდა და კარის აღებას ცენტრისკენ შესვლით ცდილობდა. ასეთი ეპიზოდი ორჯერ იყო, თუმცა ბათუმელთათვის შედეგის მომტანი არ ყოფილა. ერთხელ საჯარიმოში არეულობის შემდეგ კართან ახლოს მდგომმა გიული მანჯგალაძემ დარტყმა ვერ მოახერხა.

ამის შემდეგ სახიფათო მომენტი "დინამოს" კართან" შეიქმნა - მე-13 წუთზე სეფა ილმაზმა საჯარიმოში ბურთი კარგად ვერ მიიღო და ხიფათი განიმუხტა. დაახლოებით 25-ე წუთისთვის სტუმრებმა ბურთზე კონტროლი
დაამყარეს და რამდენჯერმე მრავალსვლიანი კომბინაციაც შემოგვთავაზეს.

33-ე წუთზე სტანდარტული მდგომარეობიდან გათამაშებული კომბინაციის შემდეგ კარში ალექსანდრ აზაცკი ურტყამდა. ბათუმის "დინამოს" მცველი კუთხურს ითხოვდა, თუმცა ირფან პელიტომ სხვა გადაწყვეტილება მიიღო. მე-40 წუთზე ჯაბა ჯიღაურმა საჯარიმოში შესვლა ცრუ მოძრაობით სცადა, მაგრამ მიზანს ვერ მიაღწია. ტაიმის ბოლოს მუსტაფა იატაბარემ უხეიროდ დაარტყა და გუნდები შესვენებაზე არც ისე მცირე შელაპარაკებით გავიდნენ.

შეტევის გასაძლიერებლად შესვენების შემდეგ ბათუმელთა მწვრთნელმა გია გეგუჩაძემ მანჯგალაძის ნაცვლად მოედანზე ფანცულაია შეუშვა. 48-ე წუთზე ფლამარიონი საჯარიმოსთან წააქციეს, მამუჩაშვილის მიერ შესრულებულ სტანდარტს კი მეკარე ვურალი იოლად დაეუფლა. სტუმრებმა უხეშობას უმატეს და ამაზე ტრიბუნები აქტიურად რეაგირებდნენ. 51-ე წუთზე ბათუმელები ირაკლი აზაროვის მშვენიერმა ვარდნამ იხსნა, თორემ იატაბარე სახიფათოდ ურტყამდა. 54-ე წუთზე კი ფლამარიონი საჯარიმოს სიახლოვეს წააქციეს და საჯარიმოდან მამუჩაშვილმა ანგარიში გახსნა.

სტუმრებს ფლამარიონთან გამკლავება უჭირდათ - მის წინააღმდეგ კორაი ალთინაი საკმაოდ ხშირად უხეშობდა და მსაჯმა გააფრთხილა, თუმცა 29 წლის მცველი მაინც არ დამშვიდებულა. "სივასპორის" მოთამაშეებს რეალური ხიფათის შექმნა ისევ უჭირდათ. შეხვედრის 68-ე წუთზე მოედანზე ვითარება სერიოზულად დაიძაბა და შეხვედრის მთავარ არბიტრს სიტუაციის მართვა უჭირდა. 74-ე წუთზე სტუმრებმა კუთხური ზედიზედ ორჯერ ჩააწოდეს, თუმცა ამას ბათუმელთა კართან ხიფათი არ მოჰყოლია. გოლი კი უწყინარ სიტუაციაში გავუშვით. მარცხენა ფლანგიდან ჩაწოდებული ბურთი კარში თავით შეცვლაზე შესულმა ჯეიმსმა გადაგზავნა - სტუმრებმა კარში პირველივე დარტყმით გოლი გაიტანეს. ანგარიშის გათანაბრების შემდეგ თურქები უფრო ლაღად და თამამად ათამაშდნენ. 83-ე წუთი - ახლად შემოსულმა გაფრინდაშვილმა ფლანგიდან სიტუაცია გაამწვავა, მაგრამ ბურთი კარს ააცილა, ხოლო კომპენსირებულ დროში კაიოდემ კუპატაძის კარი დალაშქრა და ბათუმის "დინამომ" დასანანი მარცხი განიცადა.

ამ გუნდების საპასუხო შეხვედრა 12 აგვისტოს სივაში გაიმართება.

ბათუმი. „ბათუმი-არენა“
დინამო (ბთ) - სივასპორი 1:2
გოლები: 1:0 მამუჩაშვილი (54), 1:1 ჯეიმსი (75), 1:2 კაიოდე (90+5)

დინამო (ბთ): კუპატაძე, ჩაბრაძე, კობახიძე, აზაცკი, აზაროვი, ტეიდი, ალთუნაშვილი (ნიქაბაძე 90+2), მამუჩაშვილი (შინდაგორიძე 80), მანჯგალაძე (ფანცულაია 46), ჯიღაური (ნავალოვსკი 90+2), ფლამარიონი (გაფრინდაშვილი 79)

სივასპორი: ვურალი, ოსმანფაშა, გუტასი, ჩიფტჩი, ალთინაი (ენდალი 76), ოკეჩუკვუ, არსლანი, ფაჯრი (იაიგიტერი 90+7), ილმაზი (ფელიქსი 76), იატაბარე (ჯეიმსი 58), კაიოდე

მკითხველის კომენტარები / 30 /
სამწუხარო მარცხია. კობახიძის შეცდომა იყო ორივე გოლი, სავარაუდოდ შესწავლილი ყავდათ და მაგიტომ აკეთებდნენ გამუდმებულ ჩაწოდებებს. ბატემაც კობახიძის შეცდომით გაგვიტანა გასვლით თამაშზე თუ გახსოვთ. კაპიტანია და გაუჭირდებათ სათადარიგოზე დასმა, მაგრამ ფაქტია რომ ვერაა ფორმაში. მიწიდან 10 სმ-ზე მეტად ვერ ხტება მაღლა
გულშემატკივარი
05 აგვისტო 2021 23:52
1
სივასპორი რომ ფავორიტი იყო ამ დაპირისპირებაში საკამათო არ არის. ჩვენი ჩემპიონატიდან გამომდინარე სივასპორის დონის გუნდი ვერ გვეყოლება. საერთო ჯამში ბათუმის დინამომ ღირსეულად ითამაშა. არც ისე მცირე შანსია სტუმრად მოვიგოთ და გავიდეთ კიდეც.
mmm
05 აგვისტო 2021 23:55
11
კაი გუნდია ბათუმი უმაღლეს კლასის ტემპს თამაშობს მაგრამ დიხანია არ ყოფნით მთელი თამაში ერთ რიტმში რომ ჩაატარონ გაშვებული გოლებიც მაგას მოწმობს... დაცვის ცენტრში სოფლის ბირჟავიკები უყენიათ.. თავდასხმაში მარტო ფლამინიორი ჩანს მოსაყვანია კარგი 9იანი. ისე ეს ფლამინიორი საქართველოს ნაკრებში რომ მიიწვიონ რა პრობლემაა? ბევრი გვყავს მაგ კლასის შემტევი? თურქულ გუნდს კი რაც შეეხება 3კაცი ყავდათ თურქი.. 2შანსი მიიღეს და 2გოლი გაიტანეს... კლასით გვაჯობეს ვაღიაროთ. დაცვის ცენტრი მოაშოროს გეგუჩაძემ
რომა
05 აგვისტო 2021 23:20
2
მე ის გამიკვირდებოდა ბოლო წუთზე ბურთი რომ არ გაეტანათ თურქებს, მეორე იარუსზე ყველა მომენტში უპირატესობა ქონდათ მაგათაც და ბელარუსელებსაც
???
06 აგვისტო 2021 08:57
0
ბატეს რა ვუთხარი რომ ისევ გააჩინა რაღაცის იმედი... არადა სჯობდა გავარდნილიყო ბათუმივ,რომ მიხვდეს ადამიანი და დავიდეს მათ ტვინამდე!!!! უფულოდ და ახალი სისხლის გარეშე არაფერი არ გამოდის არაააააა!!!! კობახიძე, მანჯგალაძე, ჯიღაური და მათნაირი გაცვეთილი ფეხბურთელები ათასჯერ რომ არიან უსახურად გამოვარდნილი ევროთასებიდან შედეგს ვერ დადებენ... ბათუმს სანამ კონკურენტი არეყოლენა ჩემპიონატში მაქამდე დონეს ვერ აწევს..
ქართველი
05 აგვისტო 2021 23:27
33
ნაკრებში მარცხენა დაცვის ფლანგზე გიორბელიძეს სერიოზული კონკურენტი გამოუჩნდა აზაროვის სახით, მომწონს ეს ბიჭი დაცვაშიც კარგია,ტექნიკურია და კარადაც ურტყამს, კარლოსის ტიპისაა, ბათუმს კი 1-2 ტანმაღალი და ძლიერი ცენტრალური მცველი არ აწყენდა, განაპირები კარგია - ჩაფრაძე და აზაროვი, წარმატებები დინამოს!!!
მინდია
06 აგვისტო 2021 10:59
2
სწორედ იმაშია სხვაობა, რომ იმათ მომენტები გამოიყენეს და ჩვენ - ვერა. მეორე სართულზე სულ პრობლემა იყო. ეხლა კარგად იციან ყველაფერი და თურქეთში ამდენ მომენტს აღარ შეგვაქმნევინებენ. არადა არ არის დაუძლეველი გუნდი და სახლში ასე რომ აგებ, ეგ არის ცუდი.
: )))))))
05 აგვისტო 2021 23:32
1
ამ კომენტატორი ნოდარას უაზრო შინაარსის წინადადებებს, ყვირილს და ტაქტიკის უცოდინრობას კიდევ აიტანს კაცი მაგრამ ხმის ტემბრი განსაკუთრებით ხმას რომ უწევს ძალიან აუტანელია!!!
!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!
06 აგვისტო 2021 11:47
4
რა კომენტატორიცაა ისაა გუნდი, ზედმეტი ბაქიბუქი და ფაფხურია, ქარიშხალი ჭიქაში რა.
jjj
06 აგვისტო 2021 12:05
9
თურქების ტაქტიკამ გაამართლა. ტემპი დააგდეს. ბურთის გათამაშებას, აუტის ჩამოწოდებას სპეციალურად ზედმეტად აჭიანურებდნენ. ბათუმელთა კოზირი, სწრაფი ფეხბურთი მოკლეს. მსაჯი, უფრო მკაცრი უნდა ყოფილიყო თურქების მიმართ. მატჩის სადავეები გაექცა. ჩაწოდებაზე იმუშავეს, რადგან იცოდნენ, რომ მეტოქის სუსტი მხარე იყო. შედეგიც სახეზეა. განმეორებითი მატჩი, ასევე თურქების კარნახით იქნება და მომდევნო ეტაპზე გავლენ. ვფიქრობ ჩვენი ჩემპიონატიდან გამომდინარე, დინამომ მაქსიმუმი გააკეთა. მადლობა ბიჭებს.
ასლანი
06 აგვისტო 2021 11:17
3
ბოლო 15 წუთი დახოხავდნენ დაიღალნენ და უფრო მაღალმა კლასმა იმარჯვა.
გოგა
06 აგვისტო 2021 09:36
5
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული