ბათუმელებს ცნობილი ესპანელი არბიტრი განსჯის

AutoSharing Option
კონფერენს ლიგის მესამე საკვალიფიკაციო ეტაპის განმეორებით მატჩს, სადაც თურქული "სივასპორი" ბათუმის "დინამოს" უმასპინძლებს, ცნობილი ესპანელი არბიტრი რიკარდო ბურგოსი განსჯის.

35 წლის ბასკი მსაჯი ლა ლიგაში 2015 წლიდან მოღვაწეობს, საერთაშორისო ტურნირებს კი 2018 წლიდან უძღვება. ბურგოსს 2017 წელს "ბარსელონასა და "რეალის" კოპას ფინალის განსჯა მიანდეს.

Sportall.Ge

ბურგოსმა ესპანეთის მთავარ ლიგაში 113 შეხვედრა იმსაჯა, სადაც 547 ყვითელი ბარათი გამოიყენა, 8 მოთამაშე ორი გაფრთხილებით, 10 კი პირდაპირ წითელი ბარათით გააძევა. ესპანელმა არბიტრმა მოედანი სუპერვარსკვლავ კრიშტიანო რონალდოსაც ვადაზე ადრე დაატოვებინა.

თურქული "სივასპორის" მოთამაშეებმა ბათუმურ შეხვედრაში
საკმაოდ უხეში გუნდის შთაბეჭდილება დატოვეს და არბიტრს იმ მატჩის კონტროლი გაუჭირდა. ასე რომ, ასეთი კვალიფიკაციის მქონე მსაჯის შეხვედრაზე გამწესება ჩვენი კლუბისთვის ცუდი არ უნდა იყოს. შეგახსენებთ, ბათუმელები პირველ მატჩში საკუთარ მოედანზე დამარცხდნენ (1:2).

"სივასპორისა" და "დინამოს" დაპირისპირება 12 აგვისტოს, თბილისი დროთ 22 საათზე დაიწყება.

altბათუმის "დინამომ" თითქმის მოგებული მატჩი წააგო [VIDEO]

altგეგუჩაძე: მარცხში საგანგაშოს ვერაფერს ვხედავთ - იმედია, ყველაფერი კარგად წარიმართება

მკითხველის კომენტარები / 2 /
ძლივს გვეღირსა პროფესიონალი არბიტრი,მიდით ბიჭებო გამოვიყენოთ ჯარიმები პენლებიც შეიძლება, მჯერავს დინამო ბათუმის,წარმატებები.
iraklibatumi
15:51 11-08-2021
0
ე.ი. საშუალოდ ერთ მატჩში დაახლოებით 5 გაფრთხილებას იძლეოდა????:))
toma
12:36 11-08-2021
0

სიახლეები პოპულარული