ეკიპირება, ტურნირები, აქტივობები - სპორტის, ტურიზმისა და ახალგაზრდობის საერთაშორისო ფონდის მემორანდუმი

AutoSharing Option
6 სექტემბერს სპორტის, ტურიზმისა და ახალგაზრდობის საერთაშორისო ფონდსა და საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სპეციალურ პენიტენციურ ფონდს შორის თანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა.

მემორანდუმი, სხვა მნიშვნელოვან საკითხებთან ერთად, სპორტული ეკიპირებით მომარაგებას, სხვადასხვა ტურნირში მონაწილეობასა და მრავალ სპორტულ აქტივობას ითვალისწინებს.

თანამშრომლობას სპორტის, ტურიზმისა და ახალგაზრდობის საერთაშორისო ფონდის მხრიდან ხელი პრეზიდენტმა ტარიელ ხეჩიკაშვილმა, ხოლო სპეციალური პენიტენციური სამსახურის მხრიდან დირექტორმა ნიკა ცხვარიაშვილმა მოაწერეს.

შეგახსენებთ, რომ ფონდის მიზანია საქართველოში სპორტის, ტურიზმისა და ახალგაზრდობის მიმართულებით პროგრამებისა და პროექტების ხელშეწყობა.

დაგეგმილია საგრანტო კონკურსების გამოცხადება დაფინანსების მოსაპოვებლად.

წყარო: სპორტის, ტურიზმისა და
ახალგაზრდობის საერთაშორისო ფონდი
მკითხველის კომენტარები / 1 /
ტურნირები დამღლელია მაგათთვის.შინ.
sddd
12:25 07-09-2021
2
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული