მემორანდუმის ფარგლებში, სპორტის უნივერსიტეტის მიერ მოწოდებული სიის თანახმად, საქართველოს ფეხბურთის ფედერაცია კურსდამთავრებულების და აქტიური სტუდენტების, უეფას მწვრთნელთა განათლების C ლიცენზიის კურსზე ჩართულობას სრულიად უსასყიდლოდ უზრუნველყოფს.
მემორანდუმის გაფორმების ღონისძიებას ფეხბურთის ფედერაციისა და ფიზიკური აღზრდისა და სპორტის უნივერსიტეტის წარმომადგენლები ესწრებოდნენ.
მიღწეული შეთანხმების
"დღეს გაფორმებული მემორანდუმი ორივე მხარისთვის ძალიან მნიშვნელოვანია, იქიდან გამომდინარე, რომ მიღწეული შეთანხმებით სტუდენტებს საშუალებას ვაძლევთ, ყოველდღიურ საფეხბურთო ცხოვრებაში ჩაერთონ. მათ საშუალება ექნებათ, რომ მწვრთნელთა განათლების C ლიცენზიის კურსი სრულიად უფასოდ გაიარონ. ამ გზით კი, ქართულ ფეხბურთში კიდევ უფრო მეტი ახალგაზრდის ინტეგრირება მოხდება.
ფეხბურთის ფედერაციისთვის განათლება ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მიმართულებაა. აქედან გამომდინარე, მიხარია, რომ ჩვენი ურთიერთობა სპორტის უნივერსიტეტთან კიდევ უფრო გაღრმავდა. მოგეხსენებათ, რომ ვაკის საფეხბურთო ცენტრი სწორედ აღნიშნულ უნივერსიტეტთან თანამშრომლობით ავაშენეთ. ეს კი საშუალებას გვაძლევს, რომ ფეხბურთში რაც შეიძლება მეტი ადამიანი ჩავრთოთ და სპორტის ეს სახეობა რაც შეიძლება მასობრივი გახდეს ჩვენს ქვეყანაში".
წყარო: საქართველოს ფეხბურთის ფედერაცია