ქართული ფეხბურთის ყველა დროის საუკეთესო 11-ეული - აქ კვარაცხელიას ველით...

AutoSharing Option
"ფეხბურთის ისტორიისა და სტატისტიკის საერთაშორისო ფედერაციამ" (IFFHS) სხვადასხვა ქვეყნის საუკეთესო 11-ეულები დაასახელა. წლების შემდეგ, რა თქმა უნდა, აქ ხვიჩა კვარაცხელიას გვარს ველით.

საქართველოს რჩეული ფეხბურთელების სია ასე გამოიყურება:

Sportall.Ge

მეკარე: ანზორ კავაზაშვილი;

მცველები: რევაზ ძოძუაშვილი, მურთაზ ხურცილავა,

ალექსანდრე ჩივაძე, კახა კალაძე;

ნახევარმცველები:
თენგიზ სულაქველიძე, დავით ყიფიანი, 

ვიტალი დარასელია;

ფორვარდები: სლავა მეტრეველი, ბორის პაიჭაძე, 

მიხეილ მესხი.

altკალაძე და ნესტა თანაგუნდელობამდე - "მილანის" ყოფილი ფეხბურთელი ფოტოს ავრცელებს [PHOTO]

alt"მე პირადად მქონდა მალდინისთან საუბარი, ასევე ჯენარო გატუზოსთან..." - კალაძე ხვიჩას შესაძლო ტრანსფერზე საუბრობს

altრევაზ ძოძუაშვილი: ქართველებს ფეხბურთის სამყარო ომს გვიცხადებს

ტეგები:
მკითხველის კომენტარები / 179 /
მიჰა რატომ არ არის ნაკრებში, მაგან რომ ფინტები იცის, პელეს შეშურდებოდა, მთელ საქართველოს ატყუებს...
გიორგი-11
27 ოქტომბერი 2021 16:51
18
მიხა ტრენერადაა...:))))))))))
ვაჟა
18 იანვარი 2022 15:39
3
გასაგებია იდეალურს მაინც ვერ შევადგენთ, ვიღაცა მაინც გამოგვრჩება (მეოცე საუკუნეში მართლაც ერთმანეთზე უკეთესი ფეხბურთელები გვყავდა). ალბათ მაინც უნდა შეფასდეს ვინ რამდენი გაიღო ფეხბურთისთვის და რა შედეგები ქონდათ. ამ მხრივ თუ შევაფასებთ კარგი იქნება. ქინქლაძე ყველაზე ნიჭიერი იყო, მაგრამ იმის 10 პროცენტი გაიღო მისთვის. დიდი დიდი 2-3 წელი ჩაატარა მაღალ დონეზე, თანაც არასტაბილურად. ასევე ითქმის მიშა მესხზე (უმცროსი).
გია
27 ოქტომბერი 2021 14:46
0
ჭომას ნაცვლად ქინქლაძეს ჩავსვამდი
მომპირკეთებელი
27 ოქტომბერი 2021 13:45
19
საინტერესოა, რომ 70-იანი წლების დინამო წარმოუდგენელი იყო მანუჩარ მაჩაიძის გარეშე. სწირედ რომ მანუჩარს მიუძღვის ლომის წილი დინამოს იმ წარმატებებში ჩემპიონატშიც და თასის გათამაშებაშიც, რომელიც მანამდე სანატრებელი იყო ქართველი გულშემატკივრებისათვის. დათო უმეტეს წილად ტრავმებს იშუშებდა, ვოვა თამაშობდა ნოვიკოვიდან მახოვიკოვამდე (ორივე მოსკოვის დინამოს ყასბებია -ერთს თუ გადაურჩებოდა, მეორე ნაღდად მოლეწ-მოლეწავდა). ვიტალი კარგი იყო, მაგრამ ჯერ სტაბილურობა აკლდა და თავის პიკური ფორმისაკენ ნელნელა მიდიოდა, სულაქველიძე და შენგელია მოგვიანებით შემოურთდნენ გუნდს და რამოდენიმე წელი ადაპტაციას დასჭირდა, საშა ჩივაძე მოგვიანებით დადგა იმ პოზიციაზე, სადაც მართლა გაბრწყინდა დ ა.შ. დინამოში ტექნიკურ და ნიჭიერ ფეხბურთელებს რა დალევდა, მაგრამ ერთი იყო მხოლოდ მანუჩარი, რომელიც არც ტრამვას, არც ამინდს, არც განწყობას, არც ფილიპოს ("ნაპოლის" ვარსკვლავია- მანოს ერთი ტაიმი დასდევდა, და მერე ხელი ჩაიქნია) არ დაგიდევდა, გამოჰყავდა გუნდი და იგებდა.ყველა რომ ხელებს ჩამოუშვებდა, მანო მარტო იბრძოდა და არ თმობდა...რამდენი ათეული მატჩი აქვს მანუჩარს ასე წამოღებული. მერე ბიჭებმა ტრავმები მოიშუშეს, წამოიზარდნენ, თავიანთი ადგილები იპოვეს და დინამომ სულ სხვა,უფრო სწრაფი და უფრო კოლექტიური ფეხბურთის თამაში დაიწყო.სამწუხაროა, რომ დინამოს დიდი კაპიტნის და ბრწყინვალე ფეხბურთელის სახელი იმავ წამს დავიწყებას მიეცა. მანუჩარ მაჩაიძეს განსაკუთრებული ადგილი აქვს ქართული ფეხბურთის ქომაგთა შორის.
კოსტა
27 ოქტომბერი 2021 13:30
1
არავის დავიწყებია კოსტა!მასზე წიგნიც კი დაიწერა,სათაურით:"დიდი მანუჩარი"
სოსო
01 თებერვალი 2024 01:10
0
უნდა გვესმოდეს, რომ აღიარებული და საყვარელი ფეხბურთელების სია მნიშვნელოვნად განსხვავდება მართლა ძლიერი ფეხბურთელების სიისგან.
ქ. გ.
27 ოქტომბერი 2021 12:40
4
ისე არველაძე და ქინქლაძე რო არ არიან ცოტა უცნაურია, რო არაფერი ვთქვათ ვოვაზე.
დიტო
27 ოქტომბერი 2021 11:35
22
კავაზაშვილი დიდი მეკარე იყო. 70ში მსოფლიო ჩემპიონატზე მექსიკაში საუკეთესოდ დაასახელებდნენ, ის კურიოზული გოლი რომ არა ურუგვაისთან. მსაჯის შეცდომით. კარგი ნაკრებია. მესხი მეტრეველი, ყიფიანი , ჩივაძე ,ხურცილავა უდავოა.
ჯუჯი
27 ოქტომბერი 2021 08:01
0
გუცაევი!!!!!
სადაა გუცაევი
27 ოქტომბერი 2021 11:53
4
კალაძეს მაქ რა უნდა სად არის მანუჩარ მაჩაიძე
27 ოქტომბერი 2021 02:11
15
კალაძეს მაქ რა უნდა სად არის მანუჩარ მაჩაიძე
27 ოქტომბერი 2021 02:09
23
სხვა სპორტს მიაწექი. კაცს ორი ჩემპიონთა ლიგა აქვს მოგებული და რატომ არის ნაკრებშიო?!რამ გაგაბოროტათ ესე და დაგაბრმავათ. რას უშვება სექტა ამ ხალხს
:-)
27 ოქტომბერი 2021 09:50
18
რამაზ შენგელია არ არის დაფასებული, ის საუკეთესო 11 ნომერია და ის ორჯერ ზედიდედ შემთხვევით არავის დაუსეხელებელია სსრკ-ს საუკეთესო ფეხბურთელად! ის და დარასელია ეს დაბადებული ფეხბურთელია ნიჭითა და შრომით, სხეულით, ხოლო მუჯირი საუკეთესო მარცხენა მცველი იყო, ხოლო ჭილაია-შენგელიას საფეხბურთო შეტევა ლივერპულთან ეს საუკეთესო სურათია ქართული ფეხბურთისა. ცალსახად გეუბნებით, რომ რამაზი შესაბამისად არ არის დაფასებული, როცა ფეხბურთელი რამდენიმე საფეხბურთო მონაკბეთზე ერთ-ერთი საუკეთესო შემსრულებელია, თუნდაც შენგელია-ოგანესიანის გოლი არგენტინასთან(ასევე კარლ ცაისთან ერთერთი საჭირო და საფეხბურთო აზროვნების საგოლე გადაცემა, ხოლო ლივერპულთან დაცვასა და პირველ ნახევარზეც ბრწყინვალე თამაში. ასე, რომ რამაზი ბრწყინვალე გოლიარდორთან ერთად სხვა პოზიციაზეც ბრწინვალე მოთამაშეა) მსოფლიო ჩემპიონატზე საფეხბურთო შესრულების ერთერთი ნიმუშია. თავად ბორიას ადგილას ჩემს ნაკრებში რააზი იქნებოდა, ბორია კი ყიფოს ადგილას. რა ცქნათ ასეა სწორი, ხოლო ყიფო ეს ქართული ფეხბურთის კოლორიტია. რა ვქნათ, ასეა. რამაზი საფეხბურთო აზროვნებისა და საშემსრულებლო ხელოვნების მაღალი დონის ფეხბურთელია.
beso
27 ოქტომბერი 2021 01:42
12

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული