საქართველოს ფუტსალის ნაკრები მეორე მატჩში რუმინეთს დაუზავდა

AutoSharing Option
საქართველოს ფუტსალის ეროვნულმა ნაკრებმა დღეს რუმინეთის წინააღმდეგ მეორე ამხანაგური მატჩი გამართა.

გუშინდელი მატჩის შემდეგ ჩვენი გუნდის შემადგენლობაში რამდენიმე ცვლილება განხორციელდა. ტაიმი სტუმართა უპირატესობით დაიწყო და რუმინეთი სამბურთიანი უპირატესობით იგებდა. საბოლოოდ უხვგოლიანი შეხვედრა ფრედ, 4:4 დასრულდა.

თბილისი, ოლიმპიური სასახლე
საქართველო - რუმინეთი 4:4
საქართველო: ბუკია, თოფურია, თოდუა (კ), კეკელია, ღავთაძე
სათადარიგო შემადგენლობა: ტყემალაძე, ქურდაძე, ჩიმაკაძე, თალესი, შაგინია, პეტრი ბრანკო, სებისკვერაძე, გიორგაია, კურტანიძე
მთავარი მწვრთნელი: ავთანდილ ასათიანი

რუმინეთი: დოსპინესკუ, ისლაი, ოლივეირა (კ), ჰოდნოდი, მანია
სათადარიგო შემადგენლობა: გრიგორამი, ბალინტი​, ლეპადატუ​, კედეი​, ფერეირა​, კუსმოდი, ბალაში​, დუდეუ,
ლუნგუ
მთავარი მწვრთნელი: ენდრე კაჩო ​

მსაჯები: ზვიად ბლიაძე, არსენ ნონიკაშვილი, დავით ახვლედიანი, გრიგოლ ბლიაძე
გაფრთხილება: შაგინია 19:29', პეტრი ბრანკო 26:28, ოლივეირა 39:01', თალესი 39:38'
გოლები: 0:1 ისლაი (0:44), ისლაი, 0:2 (16:55), 0:3 კუსმოდი (19:44), 1:3 პეტრი ბრანკო (21:39), 2:3 თოდუა (25:32), 3:3 თალესი (34:30), 4:3 პეტრი ბრანკო (36:06), 4:4 ოლივეირა (39:39 პ.)

ევროპის ჩემპიონატისთვის მზადების ფარგლებში, საქართველოსა და რუმინეთის ფუტსალის ნაკრებებმა თბილისის ოლიმპიურ სასახლეში პირველი მატჩი გუშინ გამართეს. ავთანდილ ასათიანის გუნდმა 16 ნოემბრის შეხვედრა 4:1 მოიგო.

2022 წლის 19 იანვრიდან 6 თებერვლის ჩათვლით, ნიდერლანდებში ევროპის ჩემპიონატი გაიმართება. საქართველოს ნაკრები ევროპის ჩემპიონატის ფინალურ ეტაპზე პირველად ითამაშებს. ავთანდილ ასათიანის გუნდი D ჯგუფში ესპანეთის, აზერბაიჯანისა და ბოსნია-ჰერცეგოვინის ნაკრებებს დაუპირისპირდება.

nakrebi.ge

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული