აღმასრულებელი კომიტეტის სხდომა ფეხბურთის ფედერაციაში

AutoSharing Option
22 ნოემბერს საქართველოს ფეხბურთის ფედერაციაში აღმასრულებელი კომიტეტის სხდომა გაიმართა. კომიტეტის წევრებმა დღის წესრიგით გათვალისწინებულ საკითხებთან ერთად სანაკრებო სეზონი შეაჯამეს და ევრო 2022-ისთვის ფუტსალის ნაკრების მზადების შესახებ იმსჯელეს.

სფფ-ის აღმასრულებელმა კომიტეტმა დღევანდელ შეხვედრაზე უეფასთან შეთანხმებით საკლუბო ლიცენზირების პროცესში ცვლილებები დაამტკიცა. აღნიშნული ცვლილებები ძალაში 2022-23 წლების სეზონიდან შევა. ამასთან ერთად აღმასკომმა ლიცენზირების კომიტეტის შემადგენლობა აირჩია.

Sportall.Ge

2022 წელს საქართველოს ფუტსალის ერონული ნაკრები არსებობის ისტორიაში პირველად ევროპის ჩემპიონატზე იასპარეზებს. აღმასრულებელი კომიტეტის დღევანდელ სხდომაზე ეროვნული ნაკრების მზადების პროცესზე იმსჯელეს. ავთანდილ ასათიანის გუნდი კონტინენტის პირველობამდე ექვს
ამხანაგურ შეხვედრას გამართავს. ოთხი მატჩი მიმდინარე წლის დეკემბერშია დაგეგმილი, ორი შეხვედრა კი, 2022 წლის იანვარში შედგება.

წყარო: gff

 

altსაქართველოს ფუტსალის ნაკრები მეორე მატჩში რუმინეთს დაუზავდა

altსაქართველოს ფუტსალის ნაკრებმა რუმინეთი დაამარცხა [VIDEO]

alt"ლანჩხუთი" სამი ტურით ადრე გახდა ჩემპიონი
 
 

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული