ანანიძე "დინამოსა" და ცხადაძეზე გაბრაზებულია - "არ გამოირჩევიან საფეხბურთო ცოდნით"

AutoSharing Option
თბილისის "დინამოდან" წასვლის მიზეზებთან დაკავშირებით, ჯანო ანანიძემ "ინსტაგრამით" განცხადება გაავრცელა:

"საკმაოდ დიდხანს ვფიქრობდი, დამეწერა თუ არა ეს წერილი და გადავწყვიტე, ჩემი გულშემატკივრებისათვის მეთქვა "დინამოდან" წამოსვლის მიზეზებსა და იმ ფორმის შესახებ, როგორც მოხდა ჩვენი განშორება. საქმე ისაა, რომ ბევრის აზრით, "დინამოდან" ჩემი წამოსვლის მთავარი მიზეზი ფინანსური უკმაყოფილება გახდა. ეს არის მცდარი ინფორმაცია და მინდა ჩემმა გულშემატკივრებმა სიმართლე იცოდნენ.

ამიტომ, მსურს გითხრათ, რომ ეს იყო კლუბის გადაწყვეტილება, რომელიც ჩემდა გასაკვირად, ტელეფონით მაცნობეს და არა შეხვედრის დროს, პირადად საუბრისას.

ჩემთვის გასაკვირი ის იყო,
რომ დამირეკა "დინამოს" ერთ-ერთმა ახლად დანიშნულმა ხელმძღვანელმა და არა გუნდის მთავარმა მწვრთნელმა, რომელთანაც ძალიან კარგი ურთიერთობა მაქვს და არც პრეზიდენტმა, რომელსაც ასევე დიდი ხანია ვიცნობ. გულწრფელად ვიტყვი, გული დამწყდა იმაზე, რომ ეს თავად იმ ადამიანმა არ მითხრა, ვისაც აქამდე დიდ პატივს ვცემდი, როგორც მწვრთნელს და როგორც პიროვნებას. ვთვლი, რომ არც კლუბისგან და მით უმეტეს, არც მთავარი მწვრთნელისგან არ ვიმსახურებდი ასეთ დამოკიდებულებას, რადგან მის ნათქვამს  ჩემთვის გაცილებით მეტი წონა ექნებოდა და გაცილებით უფრო გასაგები იქნებოდა, ვიდრე კლუბის სხვა ნებისმიერი ხელმძღვანელისა.

მოკლედ, კლუბის ერთ-ერთმა ხელმძღვანელმა სატელეფონო საუბრისას მითხრა, რომ ჩვენი თანამშრომლობა აღარ გაგრძელდებოდა. მიზეზად ის დაასახელა, რომ ჩემი ტრავმის გამო ვერ გარისკავდა ჩემთან შემდგომ თანამშრომლობას. არადა, საქმე ისაა, რომ ოპერაციისა და პანდემიისგან გამოწვეული ხანგრძლივი პაუზის შემდეგ ასე კარგად თავი არასდროს მიგრძვნია და სწორედ ამიტომ, "დინამოს" მიმართ ჩემი მხრიდან იყო შეთავაზება, რომ შეკრებაზე ჩემივე ხარჯით წავსულიყავი, სადაც საწვრთნელ პროცესში ყველაფერს ჩავდებდი. თუკი ამის შემდეგ არ შემექმნებოდა მუხლის ან რაიმე სხვა ტრავმით გამოწვეული პრობლემა და შესაბამისად, დავიბრუნებდი ოპტიმალურ სათამაშო ფორმას, მაშინ ვისაუბრებდით ჩვენს შემდგომ თანამშრომლობაზე. თუმცა განხორციელებულ სატელეფონო ზარში სულ სხვა პასუხი მივიღე.

ასე რომ, საქმე ფინანსებს საერთოდ არ ეხება და ნურავინ შეეცდება, მიზეზი მატერიალურ მხარეში ეძიოს. ზოგადად ვიტყვი, რომ კლუბის ხელმძღვანელთა და მენეჯმენტის მხრიდან, რომელიც მეტწილად ნამდვილად არ გამოირჩევა საფეხბურთო ცოდნით, გემოვნებითა და მენეჯერული თვისებებით, ფეხბურთელებისადმი ასეთი დამოკიდებულებით ვერც რომელიმე კლუბს და მით უმეტეს, ვერც ქართულ ფეხბურთს განავითარებს.

სამწუხაროა, რომ ქართული კლუბის მენეჯმენტში ასეთი რეალობაა. რეალობა, რომელზეც ნათლად მეტყველებს შედეგები. ეს აუცილებლად უნდა მეთქვა, რადგან როცა ვსაუბრობთ განვითარებაზე, ამ განვითარების მთავარი ამოსავალი წერტილი საქმისადმი სწორი და პროფესიონალური დამოკიდებულება უნდა იყოს, ამას კი საფეხბურთო განათლება და განსაკუთრებით, საფეხბურთო ინტელექტი სჭირდება."

altanorthosis24: ანანიძე ვერც "დინამოში" "გაცოცხლდა"

მკითხველის კომენტარები / 25 /
ფეხბურთში საქმე რომ არეულია, ეს არახლია. მაგრამ ანანიძის მონათხრობში წინააღმდეგობაა. თავიდან ამბობს, რომ ძალიან კარგი ურთიერთობა ჰქონდა და აქვს დინამოს მთავარ მწვრთნელთან და აგრეთვე იმ ადამიანთან, ვინც კლუბიდან გაუშვა. ანანიძის აზრით, სამწუხაროა, რომ დინამოს მენეჯმენტში საფეხბურთო განათლებისაა და განსაკუთრებული, საფეხბურთო ინტელექტი ნაკლებობაა. მიჩნდება კითხვა ანანიძესთან: ძალიან კარგი ურთიერთოდა გქონდათ საფეხბურთო განათლებისა და განსაკუთრებული, საფეხბურთო ინტელექტის არმქონე პირებთან?
გიორგი
04 დეკემბერი 2021 00:59
3
ძალიან მიკვირს თქვენი. რატომ მიგაჩნიათ ჯანოზე ჭკვიანები თქვენი თავი. არაფრისთვის არ მიუღწევია ჯანოს? თავისი მამულიშვილობა დაამტკიცა თავისი საქციელით. არის კარგი შვილი, ძმა, ნათესავი,მეგობარი. რამდენი ფული აქვს გამოგზავნილი საქართველოში, ესეც ხომ ინვესტიციია. ტალახს ესვრით მისთვის, რომ ევროპაში არ ითამაშა? თქვენ ვინ მოგცათ ამის უფლება. ჯანო ჩემი უსაყვარლესი ფეხბურთელია. ჯანო გაგიმარჯოს შენ ოჯახთან ერთად. დარწმუნებული ვარ კიდევ გაიბრწყინებ და გაგვახარებ!
გიორგი
03 დეკემბერი 2021 18:34
2
გიორგი მართალი ხარ ძმაო.ჯანოს რომ უარი ეთქვა ნაკრებში თამაშზე ბევრად უკეთესი კარიერა ექნებოდა მაგრამ კარიერას სამშობლო არჩია და აქ ყველაფერია ნათქვამი. მაგრამ ჩვენ ხომ ტალახის სროლას მიჩვეული ხალხი ვართ?შორს რომ არ წავიდეთ ჩვენი სასახელო ძალოსანიც გვეყფა მაგალითად. როგორ გაატანეს ნიაღვარს გვარამია ქათამმა და მისმა დამქაშებმა.
ჰჰჰჰ
26 დეკემბერი 2021 23:09
0
სანამ კარლო კალაძე განაგებს ფეხბურთს საქართველოში კლუბებს ერთიანობაში, ფეხბურთელებს ცალ-ცალკე, მწვრთნელებს, მსაჯებს და ტოტალიზატორებს, მანამ ქართულ ფეხბურთს ისე ეშველება როგორც ბაბუაჩემ კირილეს. ასე რომ, ნუ დაღონდები შენი ბრალი არაფერია. ამ ქვეყანას მეგობრები რომ არ ჰყავდა არასოდეს ეგ ვიცით, მაგრამ შიგნით რომ გულშემატკივარიც აღარავინ ჰყავს ამას ვხედავთ.
izi
03 დეკემბერი 2021 12:18
16
შენ არა მგონია რამე იცოდე ფეხბურთში.უბრალოდ გიდოდა კალაძეზე ცუდი გეთქვა თქვი და ვსიო
გგგგ
27 დეკემბერი 2021 00:09
0
კარლო კალაძე ვინაა ?
vova
03 დეკემბერი 2021 19:15
0
ჯანო დაანებე მაგათ თავი დავაი ბათუმში. თბილისის დინამოში იმიტომ ჩახვედი რომ ნაკრებში თამაში გინდოდა, და ჰოი საოცრებავ(!) ნაკრების საბაზო გუნდი ბათუმი გახდა. სტადიონიც ახალი რამე, რა გინდა საერთოდ მაქეთ
გდიონ რამდენიც უნდათ. ეხლა ყოფილიყავი ნაკრებში არავის არ გავაბლატავებდით ნაღდად
erti
03 დეკემბერი 2021 11:57
3
ნეტა თამაში გდომოდა და არა მატრაკვეცობა
oceola
03 დეკემბერი 2021 13:46
13
ფიფიას დინამო თავისი მენეჯმენტიან ფეხბურთელებიანა არის დიდი პამოიკა! ასე რომ ჯანო არც გაგიკვირდეს და არც გული დაიწყვიტო! წარმატებები კარგო და ღირსეულო ქართველო!
ლადო
03 დეკემბერი 2021 11:11
1
ეს იმის ბრალია რომ ამ ქვეყანაში ყველაფერს თავის სახელს არ არქმევენ, ამდენი წელია ილუზიებით ცხოვრობს ესეც და ის გუნდიც რომელიც იყვანს, კი, ძალიან ნიჭიერია, კარგი ხედვა, პასი, დარტყმა, მაგრამ არ არის ათლეტი, დღევანდელ დატვირთვებს ვერ უძლებს, უკვე მიქარა რუსეთს რომ არ გამოექცა თავუს დრიზე, როცა მოზარდი იყო, ევროპაში სულ სხვანაირად ჩამოყალიბდებოდა, გააკეთოს ის რაც ეხლა შეუძლია და ნუ იმცირებს თქვს ( სპარტაკის შეკრებაზე მიკედლება საკუთარი სახსრებით ყველას ახსოვს ჯერ )
ნიმბუსი
03 დეკემბერი 2021 10:51
8
დინამო თავიდან ბოლომდე სირცხვილია, სირცხვილია არამხოლოდ ჯანოს მიმართებაში არამედ იმის გამო რაც ხდება დღეს ეროვნულ ლიგაში ანიდამ ჰოემდე დინამო თბილისის დამსახურებაა.. ბოლო ბოლო ვისღა უნდა შეედარო?! ევროპულ გუნდებს კაი შევეგუეთ, რომ ვერ ვედრებით.. იქ სხვა დონეა და ათასი მიზეზები.. მაგრამ მეზობლად ყველა როგორ მოხვდა უეფას ლიგაზე კონფერენს ლიგა, ევროპის ლიგა, ჩემპიონთა ლიგა ესენი კიდე კულტურას ვერ აყალიბებენ, მაყურებლებსაც კი ვერ იზიდავენ (ჯანო ამ მხრივ მაინც გამოგადგებოდათ პირადად მე მისნაირი ფეხბურთელების სანახავად დავდიოდი) და ამას კიდე სხვას აბრალებენ.. მენეჯმენტი და ისევ მენეჯმენტი! 0 მარკეტინგი, 0 თავმოყვარეობა, 0 ღირსება, ჯანო გაცილებით მაღალი ინტელექტის მქონე ფეხბურთელია ვიდრე თქვენი მენეჯმენტი. ტრამვის გამო კაცს რომ დასცინებ ვერ გაიხარეო მინიმუმ არაკაცი ხარ, და დაუნახავი! იმ შრომის რაც ჯანომ ჩადო. ჯანო კიდევ ერთხელ მადლობა რომ რუსეთის ნაკრებს უარი უთხარი, და ქართული დროშა ჩემპიონობის დროს ამაყად ააფრიალე! მადლობა შენ გამბედაობას და ყველა იმ საუკეთესო მომენტს რომელიც მოგვანიჭე ჯანო, ყურები არ ჩამოყარო!!!
Irakli
03 დეკემბერი 2021 12:42
2
არაადეკვატური პრეტენზია აქვს,ბოლოს გადაბმულად როდის ითამაშა სადმე 3-4 თამაში მაინც?
ლუკა
03 დეკემბერი 2021 09:58
17
გავმეორდები: ბოლო 6-7 წელია ფეხბურთი არ უთამაშია, 10-15 თამში ექნება ამ პერიოდში, არის 29 წლის, არც მანამდე ათამაშებდნენ ხშირად და ეხლა რატომ უნდა ჰქონდეს რომელიმე კლუბს ამის ჯანმრთელობის იმედი? გამო,დილება არ აქვს, მხოლოდ ნიჭი. პიროვნულად, ქართველად გვიყვარს, მაგრამ არაპროფესიონალური მოთხოვნა და პოზიცია აქვს და "დაჟე" დინამოსკენ არ ეთქმის საყვედური.
ლუკა
03 დეკემბერი 2021 10:55
10
დინამოს მფლობელი და მართველობა როგორი საფეხბურთო "ცოდნითაც" გამოირჩევიან კი ვიცით , მაგრამ მაგ წუმპეშიც რო ვერ გამოიჩენ თავს სირცხვილია , ჯანო დაანებე მაგათ თავი თავისი გასჭირვებიათ როგორც შენ ...
დათო სიმართლე
03 დეკემბერი 2021 02:45
6
მოკლედ ქართველი კაცებს სასახლეები რო აუშენო მაინც გაგლანძგავენ..მამაკაცობა დედაკაცობამ შეცვალა..ჯანომ კი 100% სიმართლე დაწერა..
დათო
03 დეკემბერი 2021 02:16
7
ბიჭო, შენ თუ გამოირჩევი საფეხბურთო ცოდნით,რაში გამოიყენე?ვინც შენ ფეხბურთელობა დაგაბრალა...
Status quo
03 დეკემბერი 2021 01:34
36
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული