“ბენდელას” თასის გათამაშება გადამწყვეტ ფაზაში შედის

AutoSharing Option
“ბენდელას” თასის გათამაშება გადამწყვეტ ფაზაში შედის – დღეს მეოთხედფინალური მატჩები გაიმართა, სადაც ნახევარფინალისტების ვინაობა გაირკვა. უნდა ითქვას, რომ ოთხივე შეხვედრა საინტერესოდ წარიმართა და დამსწრე საზოგადოებამ მოზარდებისგან ლამაზი, სანახაობრივი ფეხბურთი იხილა.

აზერბაიჯანულმა “საბაჰმა” 4:2 დაამარცხა გორის “გორი”, ხოლო “რუსთავმა” დაძაბულ შეხვედრაში ყაზახეთის “სპარტაკ-ჯუნიორს” აჯობა 2:1. მეორე აზერბაიჯანულმა გუნდმა “ვატანმა” 3:1 მოუგო “ვიკინგებს”, “საბურთალომ” კი ოთხი უპასუხო გოლი გაუტანა “სამტრედიას”.
შეგახსენებთ, რომ “ბენდელას” თასი “საბურთალოს” ორგანიზებით ტარდება, რომელსაც საქართველოსა და თბილისის ფეხბურთის ფედერაციები ეხმარებიან. ასევე, სპორტის, ტურიზმისა და ახალგაზრდობის საერთაშორისო ფონდი.

21
დეკემბერი, ნახევარფინალები:

საბურთალო – ვატანი 14:00

საბაჰი – რუსთავი 15:00

fcsaburtalo

altტრადიციული ტურნირის 31-ე გათამაშება ქართველი და უცხოელი ფეხბურთელებით

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული