მხოლოდ ახლა გაიგებთ იმას, რომ თავისი თაობის გამორჩეული ფეხბურთელი მინდორს უბრუნდება. ვფიქრობთ, თუ ტრავმებმა არ შეაწუხა, ლევანი ისევ იტყვის თავის სათქმელს მინდორზე. თანაც, ყენია ინარჩუნებს დამხმარე მწვრთნელის თანამდებობასაც.
"ლელო" ლევანს გერმანიაში დაუკავშირდა და ჩაწერა ინტერვიუ, რომელიც მკითხველისთვის საინტერესო თემებს ეხება. მაშ, დავიწყოთ...
- ლევან, თავდაპირველად სამწვრთნელო ამბებზე გკითხავთ. როგორ მიდის
- ყველაფერი კარგადაა. იცით, რომ "იურდინგენში" ვმუშაობ. მართალია, შედეგი ვერ არის კარგი და მეოთხე ლიგაში ბოლო ადგილზე ვართ, მაგრამ ამას აქვს თავისი კონკრეტული მიზეზი. საქმე ის არის, რომ ერთი სეზონის წინ კლუბი თამაშობდა მესამე ბუნდესლიგაში. როცა გავარდა, გაკოტრდა კიდეც. ისე გამოვიდა, რომ მთლიანად ახალი გუნდის გაკეთება მოგვიწია. 25 კაცი სეზონის დაწყების წინ ავიყვანეთ და, პრინციპში, მოულოდნელი არც არის, რაც ხდება. ჩვენი მიზანი ლიგაში ადგილის შენარჩუნებაა. იოლი ნამდვილად არ იქნება, მაგრამ უნდა შევძლოთ.
- საინტერესოა, "იურდინგენში"როგორ მოხვდით?
- ჩემი მეგობარი მივიდა იქ მთავარ მწვრთნელად. ის ჩემი მეგობარიცაა და თავის დროზე ჩემი მენეჯერიც გახლდათ. ეს დაახლოებით 5 წლის წინ იყო. მოკლედ, დაიწყო მწვრთნელობა და 4 წლის განმავლობაში მუშაობდა "იურდინგენში", სადაც ასაკობრივ გუნდებს წვრთნიდა. მენდო და მეც ჩავთვალე, რომ მზად ვიყავი ასეთი გამოწვევისთვის. მისი სახელი და გვარია დმიტრი ვორონოვი. გერმანიაში დაბადებული რუსია. ის ახლა აღარ არის მთავარი მწვრთნელი, მის ნაცვლად ალექსანდერ ფოიგტი მოიყვანეს.
- სამწვრთნელო ასპარეზზე ცოტა ხნის წინ შეაბიჯეთ, თუმცა, ალბათ, უკვე მიიღეთ გარკვეული გამოცდილება...
- საერთოდ, ფეხბურთელობა სხვაა და მწვრთნელობა კიდევ - სულ სხვა. მწვრთნელის ამპლუაში შენ სულ სხვანაირად უყურებ ყველაფერს და სხვანაირად აღიქვამ. რა თქმა უნდა, რთული საქმეა, დიდი პასუხისმგებლობაა და ხშირად სტრესიც, მაგრამ თუ გიყვარს ეს საქმე, უნდა გაუძლო ყველაფერს. მე კი ფეხბურთი ძალიან მიყვარს, ეს ჩემი ცხოვრებაა...
- თქვით, რომ "იურდინგენში" ახალი მთავარი მწვრთნელი მოვიდა. ეს თქვენს მდგომარეობაზე ხომ არ იმოქმედებს?
- არა, თავს ძალიან კარგად ვგრძნობ. ახალი მთავარი მწვრთნელი გერმანულ ფეხბურთში ცნობილი კაცია. ადრე "კიოლნსა" და "გლადბახში" თამაშობდა. სხვათა შორის, სეზონის მეორე ნახევარში მინდორზე დაბრუნებასაც კი ვაპირებ...
- ეს ძალიან კარგი ამბავია...
- ვეცდები ყველანაირად, რომ გუნდს გამოვადგე, სარგებელი მოვუტანო და დავეხმარო იმ ამოცანების გადაჭრაში, რომლებიც დგას დღეს მის წინაშე. უპირველეს ყოვლისა, ვგულისხმობ ლიგაში ადგილის შენარჩენებას.
- ტრავმები?
- ახლა, თქვენ რომ გესაუბრებით იმ მომენტში, ნამდვილად არაფერი მაწუხებს. ახლა ასეა, მაგრამ რა იქნება, მინდორზე რომ გავალ, ესეც გამოჩნდება. მწვრთნელმა იცის ჩემი მდგომარეობა. ლიმიტირებული თამაშები მექნება დიდი ალბათობით, ყველანაირად შემიწყობენ ხელს. იმედი მაქვს, შევძლებ, სასარგებლო ვიყო გუნდისთვის.

კიდე კაი ცუდად არაა საქმე თორე ხო წარმოგიდგენია რაღა იქნებოდა.