ევრო 2022. რა მატჩი, რა ემოციები - საქართველოს ნაკრებმა აზერბაიჯანს თამაში 0:2-დან შემოუტრიალა! [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
ევრო 2022 წლის ჯგუფური ეტაპის პირველ ტურში საქართველოს ფუტსალის ნაკრებმა გრონინგენის მარტინი პლაზაში აზერბაიჯანი 3:2 დაამარცხა.

დებიუტში მეტოქე 2:0 დაწინაურდა, შემდეგ საქართველოს ნაკრებმა მოწინააღმდეგეზე ზეწოლა გააძლიერა და ელისანდრომ ულამაზესი გოლით ანგარიში შეამცირა. ჩვენი გუნდი დიდ უპირატესობას ფლობდა, მომენტებიც ჰქონდა, მაგრამ მოწოდების სიმაღლეზე იდგა აზერბაიჯანელთა მეკარე კურდოვი და პირველი ტაიმი 1:2 დასრულდა.

მეორე ტაიმში თამაშის სურათი არ შეიცვალა, საქართველოს ნაკრები ბურთს ფლობდა, გამუდმებით უტევდა და არჩილ სებისკვერაძემ ანგარიში გაათანაბრა. მერე პეტრი ბრანკომ პენალტი მოიპოვა და თალეს ფეიტოსამ ჩვენი გუნდი წინ გაიყვანა.
ამის შემდეგ ავთანდილ ასათიანის შეგირდებმა აზერბაიჯანელების იერიშებს გაუძლეს და გამარჯვება მოიპოვეს.

შემდეგ შეხვედრას საქართველოს ნაკრები 26 იანვარს ბოსნია-ჰერცეგოვინასთან გამართავს. გამარჯვების შემთხვევაში ჩვენი გუნდი ჯგუფიდან გავა.

altევრო2022 - საქართველოს ნაკრების სადებიუტო მატჩი აზერბაიჯანის წინააღმდეგ

მკითხველის კომენტარები / 22 /
ყოჩაღ ლომებო
წითელიმწვანე
22 იანვარი 2022 19:49
1
გილოცააავთ. აზერბაიჯანი ერთ ერთი საუკეთესო ნაკრებია. იმედია ჯერ ჯგუფიდან გასვლას და მერე უფრო მეტს მოგილოცავთ!!!. კაცნაკლული როდის დავრჩით?
ბოკინიო
22 იანვარი 2022 19:30
1
ეგ ვიცი:) არასწორად ეწერა ეტყობა ისტორიაში და გამოასწორეს.
ბოკინიო
22 იანვარი 2022 22:21
0
რაკი ანგარიშში ჩამოგვრჩნენ,მეკარე წინ გამოდიოდა და ჩვეულებრივი ფეხბურთელივით თამაშობდა შეტევაში.სამჯერ შევძელით ჩაჭრილი ბურთის კარისკენ დარტყმა,მაგრამ ვერც ერთხელ კარში ვერ წავიდა,ბურთი.ესე იგი ფაქტობრივად 5 შემტევს,4 კაცით ვიგერიებდით.
სოსო
22 იანვარი 2022 21:09
0
ყველა გამოხმაურება
ბრავო ბიჭებო!ბრაზილიელებმაც,თითქოს ყველანი ქართველები იყვნენ,ისე დამუხტულებმა ითამაშეს,იბრძოლეს,მინდორზე თავი დადეს და მაინც გაიმარჯვეს!ეს პირველი და სხვა კიდევ მრავალი გამარჯვება,ბიჭებო!გილოცავთ თქვენც და მთელ საქართველოს!დიდ ფეხბურთშიც მალე მოგვასწროს გასვლა და გამარჯვება.
სოსო
22 იანვარი 2022 19:30
3
ბრავო❤️ვამოს❤️
EA7
22 იანვარი 2022 19:24
0

სიახლეები პოპულარული