ღარიბაშვილი 2023 წლის ჩემპიონატს ეხმაურება, მასპინძელი ქალაქი კი შეიცვალა

AutoSharing Option
საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა მთავრობის სხდომაზე 2023 წელს გასამართი ევროპის ახალგაზრდული ჩემპიონატისთვის დროებითი სამთავრობო კომისიის შექმნაზე განაცხადა, რომელიც მისივე თქმით, საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრ თეა წულუკიანთან და საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტ ლევან კობიაშვილთან კონსულტაციების შემდეგ გადაწყდა. 

"ფინალური მატჩი ბათუმის ახალ სტადიონზე გაიმართება. ფეხბურთის არაერთი ვარსკვლავი ჩამოვა საქართველოში და ქართველ გულშემატკივარს მათი ხილვის შესაძლებლობა მიეცემა. დროებითი სამთავრობო კომისია, რომელიც ორგანიზებას გაუწევს სწორედ ამ ჩემპიონატის წარმატებით ჩატარებას და მასთან დაკავშირებით ყველა საკითხს მოაგვარებს“, –განაცხადა მთავრობის ხელმძღვანელმა. 

საქართველოს ფეხბურთის ფედერაციამ კი მასპინძელი ქალაქის
შეცვლაზე გამოაცხადა - 2023 წლის ჩემპიონატს ფოთის ნაცვლად ქუთაისი უმასპინძლებს:

"2023 წელს უეფას 21 წლამდე ნაკრებთა ევროპის ჩემპიონატის ერთ-ერთი მასპინძელი საქართველოა. ჩემპიონატი 2023 წლის ზაფხულში საქართველოსა და რუმინეთში გაიმართება.

ჩემპიონატში მონაწილე 16 ევროპული ნაკრები ოთხ ჯგუფში გადანაწილდება. თითოეულ ქვეყანაში ორ-ორი ჯგუფი ჩატარდება. ახალგაზრდულ ნაკრებთა ჩემპიონატის ჯგუფური ეტაპი სამ ქალაქში, 4 სტადიონზე ჩატარდება: ბათუმში, ქუთაისსა და თბილისში (ბორის პაიჭაძის სახელობის "დინამო არენა" და მიხეილ მესხის სახელობის სტადიონი).

ევრო 2023-ის ფინალური მატჩი ბათუმში შედგება, ხოლო გახსნით მატჩს რუმინეთი უმასპინძლებს.

თავდაპირველად ჩემპიონატის ერთ-ერთ მასპინძელ ქალაქად ფოთი განიხილებოდა, თუმცა, უეფას საორგანიზაციო ჯგუფის ექსპერტების რეკომენდაციით, რომელიც მათ საქართველოში ვიზიტის ფარგლებში, არსებული ინფრასტრუქტურის გაცნობის შედეგად შეიმუშავეს, ჯგუფური ეტაპის მატჩები ფოთის ნაცვლად ქუთაისში გაიმართება.

შეგახსენებთ, რომ უეფას 21 წლამდე ნაკრებთა ევროპის ჩემპიონატის გამართვის უფლება საქართველომ 2020 წლის 3 დეკემბერს, უეფას აღმასრულებელი კომიტეტის გადაწყვეტილებით მოიპოვა. 2023 წელს ევროპის საუკეთესო ახალგაზრდებს საქართველო და რუმინეთი უმასპინძლებენ.

ჩემპიონატის დებულების თანახმად, ორივე მასპინძელი ქვეყანა - საქართველო და რუმინეთი, ფინალურ ეტაპზე საკვალიფიკაციო ეტაპის გავლის გარეშე ითამაშებს."

altლევან კობიაშვილის ხელმძღვანელობით უეფას ფეხბურთის კომიტეტის სხდომა გაიმართა

altU21. თამამად, გულიანად - გულიაშვილის დუბლით და გოჩოლეიშვილის სუპერგოლით საქართველოს ნაკრებმა ინგლისს სძლია [VIDEO]

altღარიბაშვილი: ჩვენს ქვეყანას ექნება ერთ-ერთი ყველაზე თანამედროვე სტადიონი

მკითხველის კომენტარები / 15 /
ე.ი სასაცილოა თუ სატირალი არ ვიცი,მაგრამ ზუგდიდის სტადიონში ამდენი ფული დახარჯეს და სტადიონი გამოუსადეგარია ამდენი ხანია.არც არავინ აგო პასუხი და არც არის არავინ მომკითხავი და ამის მერე ეს ქ ვეყანაა და სახელმწიფო ქვია.ყველაფერი როგორ მოშლილია,უბრალოდ გარკვეულ ჯგუფს უკეთია ვარდისფერი სათვალეები საახლობლოსთან ერთად და ყველაფერი ისე გონიათ როგორც თვითონ არიან.მაგრამ ერთი რამ ავიწყდებათ,რომ ეგ სათვალეები სულ არ იქნება და ერყ დღესაც მოგიწევთ უსათვალოდ ამ ცხოვრებისთვის შეხედვა და აი მაშინ კი.........
კახა ქ.
25 იანვარი 2022 02:51
3
გეთანხმები ბევრ რამეში,განსაკუთრებით იმაში,რომ პასუხს არავინ არ აგებს,როგორც მახსოვს საკმაოდ მრავლად იყო უსაფრთხოების ზომები დარღვეული სტადიონის მშენებლობის დროს,განსაკუთრებით ის რომ ბეტონის კედელი იყო აშენებული უშუალოდ მოედნის საფართან ძალიან ახლოს,რომელიც არანაირ სტანდარტში არ ჯდებოდა. შეიძლება ვცდები,მე არ ვარ ზუგდიდელი,უბრალოდ ესე მახსოვს და მეორე იყო თუ არა ეს კერძო თუ სახელმწიფომ ააშენა? თუ სახელმწიფოს ფული დაიხარჯა ამის აშენებაში,მაშინ აუცილებელია ვინმემ პასუხი აგოს ვისაც ეკუთვნის და გამოსწორდეს ის ხარვეზები რომლებსაც მშენებლობის დროს ჰქონდა ადგილი, აი თუ კერძო პირის ან ბიზნესმენის მიერ არის აშენებული ამ შემთხვევაში უკვე იურიდიულად როგორ ხდება ესაა გასარკვევი. ერთი კი ფაქტია ზუგდიდი და ზოგადად სამეგრელო ძალიან მაღალი ხარისხის ფეხბურთელებს აწვდიდა და ზოგადად მეგრელებს ალბათ ყველაზე მეტად აქვთ სისხლში ფეხბურთის თამაშის უნარი,ამიტომ სასწრაფოდ არის მისახედი ეს საკითხი,ეს იგივეა გორში რომ ჭიდაობის დარბაზი არ იყოს და გორელებს არ ეძლეოდეთ ნორმალურ პირობებში ჭიდაობის საშუალება
საქართველო
25 იანვარი 2022 04:25
0
მთელი მსოფლიო უკრაინისკენ იყურება,ეს კი ისე იქცევა ვითომ არაფერიც არ ხდება.
თბილისელი
25 იანვარი 2022 00:31
12
ძალად თბილისელო ადამიანო, ნოემბერის ბოლოდან უკრაინაა პირველი სალაპარაკო თემა და რადგან ზოგს ეძინა და ეხლა გაეღვიძა და გაიგო უკრაინის ამბავი, ეს იმას არ ნიშნავს, რომ მთავრობამ სხვა საქმეები არ აკეთოს… უკრაინაზეც ისაუბრეს და იორდანიაშიც ადგილი გამონახეს
თბილისელი ხომ არა?
25 იანვარი 2022 14:07
1
დღეს პოლიციელმა არასრულწლოვანი სცემა,იძალადა შეზღუდულ შესაძლებლობის ბავშვზე,აი ეს პოლიციელია კობიაშვილის სახე,კალაძეს სახე,კობახიძეს სახე,მდინარაძეს სახე,ღარიბაშვილის სახე…
gurji
25 იანვარი 2022 00:28
14
ედო სარკისიან აჯობებს შენ თანამემამულე სააკაიანის ამბით შენ დაინტერესდე,ჩვენ მაგას მიუჩინეთ ადგილი სადაც იმსახურებს,მაგრამ ამათი სახეა ის პოლიციელი და ამათი ოჯახების,ასევე შენიც…
ედიკას
25 იანვარი 2022 10:57
0
სააკაშვილისა და ნაციონალთა სახეზეც მოჰყევი ერთი რაა! მათი სიყვარულით ნაბეგვი ხალხი, ნუთუ გახსენების ღირსად არ მიგაჩნია? ისე ამ ბოლოს პოლიცია, დაბრიყვებული რომ გყავთ, ნაცთა მიმდევრებს, ამ საქმის პარალელურად, ფონიჭალაში სამმა პირმა, მაგრად რომ სცემა, ერთი პოლიციელი იქიდანაც ჩანს.
ედიკა
25 იანვარი 2022 01:28
5
ევროპის ჩემპიონატზე რა ხდება კალათბურთში,ესწრება სპორტის სასახლე თუ მასპინძლობას ჩამოგვართმევენ და თურქეთს გადასცემენ?
ზურა
24 იანვარი 2022 23:27
1
გაგერემონტებიათ ზუგდიდის სტადიონი და მესხის მაგივრად მანდ ჩატარებულიყო მაგრად ტეხავს…ამდენი ფული დახარჯეთ ზუგდიდის სტადიონზე და Kიდე გაუხსნელია უკვე წლებია!!!!
Zugdidiii???
24 იანვარი 2022 22:12
2
ფოთით უდგას სული ქვეყანას და ქალაქში ერთი რაღაც დაიგეგმა ისიც გააუქმეს!!!
ასე უპატრონო ქალაქი სხვა არაა ქვეყანაში. ინფრასტრუქტურის მოგვარება ვერ შეძლეს იცოდნენ როგორი მნიშვნელოვანი იყო ქალაქისთვის!!!
მიხაელ
24 იანვარი 2022 20:13
0
ამ არაფლის სურათი სპორტულ გვერძე გამოქვეყნება არ გვჭირდება მოვიდა გესტაფოც თქვენთაან ?
beqa
24 იანვარი 2022 16:55
34
ომი თუ დამთავრდა კი
გოგა
24 იანვარი 2022 16:50
6
იქნებ ვინმემ ასწავლოთ ვარსკვლავი ახალგაზრდულ გუნდებში არ არიან, მერე ხდებიან :)
გიგა
24 იანვარი 2022 16:33
8
ისევ დარჩა სამეგრელო ოფსაიდში! არც ფოთში,არც ზუგდიდში! როდემდე?! და რატომ?! ითამაშეთ ორ-სამ ქალაქში მხოლოდ და ბოლო,უბნის ჩემპიონატი გვექნება! სამწუხარო რეალობაა! არადა როგორ ველოდით!
ლაზი აზნაური არზნევ მუსკია
24 იანვარი 2022 16:19
13

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული