ევრო 2022. საქართველოს ნაკრები ესპანეთთან უშანსოდ დამარცხდა და მეოთხედფინალში რუსეთს შეხვდება

AutoSharing Option
ევროპის ჩემპიონატის ჯგუფური ეტაპის მესამე ტურში საქართველოს ფუტსალის ნაკრები ესპანეთთან 0:8 დამარცხდა.

საქართველოს ნაკრები უკვე გასული იყო 1/4 ფინალში და ის უნდა გარკვეულიყო, შეძლებდა თუ არა ჯგუფში პირველი ადგილის დაკავებას.

უპირატესობას თავიდანვე მეტოქე დაეუფლა, რომლის ლიდერ ლოსანოს მეკარე კუპატაძემ სამჯერ არ დაანება გატანა, მე-12 წუთზე კი ბორხამ ესპანეთი დააწინაურა. მე-16 წუთზე მე-6 ჯარიმისათვის ჩვენს კარში პენალტი დაინიშნა და ლოსანომ მეორე გოლი გაგვიტანა. შემდეგ სწრაფი კონტრშეტევისას ორტისი კუპატაძესთან პირისპირ გავიდა და ჩვენმა გოლკიპერმა გვიხსნა. თუმცა, პირველი ტაიმის დასრულებამდე 11 წამით ადრე
ჩინომ მაინც გაიტანა - 0:3 და ფაქტიურად მატჩის ბედიც გადაწყდა.

ტრავმირებული კუპატაძე მეორე ტაიმში ბუკიამ შეცვალა, მწვრთნელმა ასათიანმა გუნდის ლიდერებს დასვენების საშულება მისცა და საბოლოოდ 0:8 წავაგეთ.

საქართველოს ნაკრები ჯგუფში მეორე ადგილზე გავიდა და მეოთხედფინალში, რომელიც 1-ელ თებერვალს ამსტერდამში ჩატარდება, С ჯგუფის გამარჯვებულ რუსეთს შეხვდება.

მკითხველის კომენტარები / 39 /
ეჰეჰეიიი ადმიიინ რათა შლი უკვე გამოქვეყნებულ კომენტარებსა? მაგწონს ცენზორობაი თუ რასა იქმ? საშლელი და საფხეკი ბევრი გაწმთ მანდა> რედაქციაში? ჰაა? ხომ არ გაგითავდათ რამე? ონლაინ ხომ არ შავუკვეთო და გამაგიზავნოთ კურიერითა? ეჰჰ ადმინ ადმინ, აი ამიტომაც არ გვეშველება ქართბელებსა, რომ სხვის აზრსა და სიტყვასა ვერ ვიტანთ, - თქვენა კიდევა ფეხბურთის წაგებაი გაკვირვებთ, და ცენზორამაი აქაი რომ ყვავის, ის არა გაწუხებთ?
მართლისმთქმელი
30 იანვარი 2022 01:52
2
ქართული განწყობა ჩანდაო წინა თამშზე რო დაიწყეთ, ესაა ქართული ზუსტად, როგორც წააგეთ, არაა იმხელა კლასის ესპანთი რო ეგრე დაგახიოთ ბურთი
giga
30 იანვარი 2022 01:49
3
მართლა უმადურები ხართ კომენტარების ავტორებო :)
._.
30 იანვარი 2022 00:20
5
პირველად ევროპის ჩემპიონატზე გასსვლა არ ნიშნავს რო აწი ვისაც გინდათ როგორც გინდათ მოგვიგეთ როცა ჩვენ 2 თამაში მოვიგეთ იმათან ესპანეთმა რა ქნა ნახეთ და მერე ეს 8--0 მიზეზი კლასი მთლად არამგონია იყოს ჯერ ერთი ფუტზალში 8 გოლი ერთი გუნდის მიერ სალნაოდ ბევრია თან ნოლზე დამთავვრება საერთოდ
ნოდო
29 იანვარი 2022 22:58
4
გამოცდილება გვაქვს და ვერ ვისწავლეᲗ Ჭკუა ....ასეᲗი უნიაᲗო ᲗამაᲨიᲗ როგორ გავედიᲗ საინტერესოა.ეს იყო მარაზმი.
მოვიგებᲗ ერᲗ ᲗამაᲨᲨს და ცამდე აგვყვას გუნდი ...მოვა Შემდეგი ᲗამაᲨი და რა Შედეგი ნოლი.
რა უბედურებაა.ზუსტად ქარᲗულ გუნდებს ემარᲗებაᲗ ცამდე აყვანა და ქება დიდება.
დავანებოᲗ ქქება დიდებას Თავი ვაა
მოქალაქე
30 იანვარი 2022 00:00
9
მაშ კუპატაძემ ამ ჩემპიონატზე ჩვენზე უკეთესი გუნდი არ გვეგულებაო?)))
Gio
29 იანვარი 2022 23:34
12
ხო რა იყოთ? დაასვენა ბიჭები დაორი კაპიკი გააკეტეს ტოტალიზატორში...
ზურა
30 იანვარი 2022 02:39
10
თუ მწვრთნელი იმაში დარწმუნებულია, რომ დასვენებული ფეხბურთელებით შეგვიძლია რუსეთის დამარცხება, კიდევ გავიგებ, მაგრამ ანგარიში აშკარად დამაფიქრებელია
: )))))))
30 იანვარი 2022 00:12
0
ჯობდა საერთოდ არ გავსულიყავით ჯგუფიდან. რუსეთთან შერცხვენა ჯობდა ჯგუფში ჩარჩენა
რომა
29 იანვარი 2022 23:21
21
ბარემ არ გავსულიყავით და საერთოდაც ნუ ვთამაშობთ. ოდნავ მაინც დაფიქრდი, რა თქვი?
:D
30 იანვარი 2022 00:07
0
სწორი ტაქტიკული სვლა, რამდენად დავზარალდით კუპატაძის გაყვანით ესპანეთთან ამას დრო გვიჩვენებს.
ჟორა
30 იანვარი 2022 00:27
1

სიახლეები პოპულარული