ევროპის ჩემპიონატის ჯგუფური ეტაპის მესამე ტურში საქართველოს ფუტსალის ნაკრები ესპანეთთან 0:8 დამარცხდა.
საქართველოს ნაკრები უკვე გასული იყო 1/4 ფინალში და ის უნდა გარკვეულიყო, შეძლებდა თუ არა ჯგუფში პირველი ადგილის დაკავებას.
უპირატესობას თავიდანვე მეტოქე დაეუფლა, რომლის ლიდერ ლოსანოს მეკარე კუპატაძემ სამჯერ არ დაანება გატანა, მე-12 წუთზე კი ბორხამ ესპანეთი დააწინაურა. მე-16 წუთზე მე-6 ჯარიმისათვის ჩვენს კარში პენალტი დაინიშნა და ლოსანომ მეორე გოლი გაგვიტანა. შემდეგ სწრაფი კონტრშეტევისას ორტისი კუპატაძესთან პირისპირ გავიდა და ჩვენმა გოლკიპერმა გვიხსნა. თუმცა, პირველი ტაიმის დასრულებამდე 11 წამით ადრე
ჩინომ მაინც გაიტანა - 0:3 და ფაქტიურად მატჩის ბედიც გადაწყდა.
ტრავმირებული კუპატაძე მეორე ტაიმში ბუკიამ შეცვალა, მწვრთნელმა ასათიანმა გუნდის ლიდერებს დასვენების საშულება მისცა და საბოლოოდ 0:8 წავაგეთ.
საქართველოს ნაკრები ჯგუფში მეორე ადგილზე გავიდა და მეოთხედფინალში, რომელიც 1-ელ თებერვალს ამსტერდამში ჩატარდება, С ჯგუფის გამარჯვებულ რუსეთს შეხვდება.
რაც წავიკითხე და გავიგე ჩვენი ბიჭების სავარჯიშო პირობებზე, ძაან გულდასაწყვეტია. მართლაც გმირები არიან და ნუ ვლანძღავთ, პატივივი უნდა ვცეთ.
როდემდე უნდა ვიყოთ ასე ღატაკები და მათხოვრები?
მიხვდა ასათიანი რო აზრი არ ჰქონდა ძალების შელევას 0-8 თუ 3-4 მაინც რუსეთთან მოგვიწევდა ბრძოლა და ენერგია შეინახა,რაც სრულად ლოგიკურია.
ესპანეთთან თავი რო შეეკლა და ფრეს მიეღწია მერე ხორვატიაც მოგვიგებდა.
სამაგიეროდ ახლა რუსეთთან გაბრძოლება შეიძლება