ავთანდილ ასათიანი: მცირე ტრავმების და თავის დაზოგვის ფონზე ასეთ მეტოქესთან მზად არ ვიყავით

AutoSharing Option
ესპანეთთან ევროპის ჩემპიონატის ჯგუფური ეტაპის მე-3 ტურში 0:8 დამარცხების შემდეგ კომენტარი საქართველოს ფუტსალის ნაკრების მწვრთნელმა ავთანდილ ასათიანმა გააკეთა.

"ეს შედეგი ჩემთვის მიუღებელია. ვგულისხმობ ანგარიშს, რადგან ცხრილში რომ ჩავიხედოთ, 6 ქულა და ჯგუფში მეორე ადგილი საქართველოს ნაკრებისთვის ამ ეტაპისთვის ძალიან მაგარი შედეგია. მიუხედავად დღევანდელი დღისა, კიდევ ერთხელ ვიტყვი, რომ ვამაყობ ჩემი ბიჭებით.

თამაშამდე ვთქვი, რომ ცალი თვალი მეოთხედფინალისკენ უნდა გვქონოდა. დისკვალიფიკაციის ზღვარზე მყოფ მოთამაშეებს ყვითელი ბარათები რომ მიეღოთ, ძალიან ცუდი იქნებოდა, რადგან მთელი ძალები მეოთხედფინალში უნდა დავხარჯოთ. ეს ისტორიული თამაში იქნება
ჩვენთვის და დიდი იმედი მაქვს, რომ დღევანდელ მარცხს მალე დავივიწყებთ.

მოვსინჯეთ თამაშში ელისანდროს ჩართვა, თუმცა ვერ იყო 100 პროცენტით მზად და აღარ გავრისკეთ. მიკრო ტრავმა ჰქონდა კუპატაძეს და შეცვლა თავად მოითხოვა. ამ შემთხვევაშიც ვერ გავრისკავდით.

მაქსიმალურად ვცდილობდით, რომ ქულა აგვეღო, მაგრამ გამოჩნდა, რომ ასეთი დონის ნაკრებთან არ ვიყავით მზად მცირე ტრავმების და თავის დაზოგვის ფონზე. უბრალოდ, ძალიან საწყენია და გულზე გვხვდება ყველას ეს ანგარიში და მზად ვარ პასუხისმგებლობა საკუთარ თავზე ავიღო", - ციტირებს ასათიანს nakrebi.ge.

მკითხველის კომენტარები / 7 /
ვერ გაავიგე, მზად ბრძანდებით, რომ აწი აიღოთ პასუხისმგებლობა თუ უკვე აიღეთ პასუხისმგებლობას? როდის გადავა მზად ყოფნა შედეგში?
დიდი სპარტაკის აჯანყებას თუ გავიხსენებთ, და შევადარებთ, ამბობენ მაშინ, ძველ რომში, აჯანყების ცახშობის შემდეგ, რომ უნდა დაესაჯათ წინამძღოლი, მონები თავის ავზე იღებდნენ პასუხუსმგებლობას და იძახდნენ არა ჩვენ ვართ სპარტაკი და არა ჩენო, ჩვენ გაგვსვით ძელზეო.
ფლავიუს ფაფიუსი
30 იანვარი 2022 02:00
29
აუ რა შორს ხარ სპორტისგან
სამწუხაროდ
30 იანვარი 2022 06:55
2
0-8 რა მიზეზებს ეძებ ჯიგარო მწვრთნელს თავის მართლების მაგივრად უბრალოდ უნდა ეთქვა რომ ესპანეთი ძალიან ძლიერი გუნდია და ვერ გაუწიეთ წინააღმდეგობა ან მსგავსი რამ რაც ნორმალურია რუსეთის ნაკრებს ვხვდებით რომელიც ასევე ბევრად უფრო ძლიერია ჩვენზე
Night
30 იანვარი 2022 10:53
2
მადლობის მეტი არაფერი გვაქვს სათქმელი, წარმატებები!!!
გიორგი კავსაძე
31 იანვარი 2022 15:56
0
ავთუკ..... მოდი იმაზე აიღე პასუხისმგებლობა რო გმირების თავკაცი ხარ, რაც შენ ამ ნაკრებთან ერთად შეძელი ეგ არის გმირობა, კონკრეტულად მე რუსეთთან ველი ომს, ვიცი რო გაცილებით ძლიერი გუნდია და გაცილებით მაღალი დონეა, მაგრამ ერთი თამაშია და მე რო მაგ თამაშს იმედით ველოდები ეგ შენი და შენი ბიჭების დამსახურებაა, ვინც მხოლოდ ეხლა დაიწყეთ ფუტსალის ყურება და ვინც მხოლოდ საქართველოს ნაკრები იცით და ამ მაცს შეურაცხოფას აყენებთ, თქვენ ალბათ ვერასდროს ვერანაირ საკითხზე სწორ შეფასებას ვერ დადებთ... პ.ს სულ რომ მსოფლიოს პირველ გუნდს ვეთამაშებოდეთ ჩვენ კარს მოქმედი ლეგენდა, ზვიად კუპატაძე იცავს...
ადეკვატური
31 იანვარი 2022 15:42
1
ხო...ხოოო! ერთ-ერთი წუთშესვენების დროს ასათიანმა რა დოუხატა სქემა ბრაზილიელებს ესპანურად თუ პორტუგალიურად...სულ უნო-უნ და დოოს-დოუს იძახდა,თანაც ისე ხმარობდა ხელებს გაქართველებული ბრაზილიელები ეტყობოდათ გაკვირვებულნი ფიქრობდნენ რომ ასეთი პორტუგალიურ-ესპანური ჯერ არ მოგვისმენიაო....
Razvetka
30 იანვარი 2022 19:08
2
თავის დაზოგვა მე ვიცი,როცა მეორე გუნდი თამაშობს თავიდანვე :დ 3-0 სანამ გახდებოდა ანგარიში ძირითადით ვიყავით გამოსულები რეალურად. რომ არ დაგვეზოგა თავი მოვუგებდითო ისე გამოუვიდა რაა, ვნახავთ რუსებთან რას ვიზამთ ერთი ამ ძალების დაზოგვის მერე
TOM
30 იანვარი 2022 10:08
7
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული