"ტორპედო" ბოლო საკონტროლო მატჩში დამარცხდა

AutoSharing Option
თურქულ შეკრებაზე ჩატარებულ ბოლო საკონტროლო მატჩში „ტორპედო“ უკრაინის პრემიერლიგის „დესნასთან“ (ჩემპიონატზე მეშვიდე ადგილზეა) 0:2 დამარცხდა.

ანგარიში მე-10 წუთზე ბეზბოროდკომ გახსნა, მე-60 წუთზე კი მეორე გოლი პენალტით შევცოვმა გაიტანა. ჩერნიჰოველთა გუნდში 46-ე წუთზე შევიდა შეცვლაზე ნახევარმცველი ლევან არველაძე, რომელიც უკრაინის მოქალაქეა.

„ტორპედო“ ეროვნული ლიგისთვის სამზადისს ქუთაისში გააგრძელებს და 25 თებერვალს, პირველ ტურში, სტუმრად თბილისის „დინამოს“ შეხვდება.

"ტორპედო": კვასხვაძე, აბულაძე, სანდოხაძე, ნადარაია, შულაია, მანჯგალაძე, ცინცაძე, ქიმაძე, თევზაძე, ახვლედიანი, არაბიძე

შეცვლაზე შევიდნენ: ბუღრიძე, მირცხულავა, ტაბატაძე

ტეგები:
მკითხველის კომენტარები / 3 /
ტორპედო ამაზრზენ ფეხბურთს თამაშობს.სვარკის ყურება სჯობია ტორპედოს ყურებას.
Ამიტომ არი უნდა გაიმარჯვოს უძლიერესმა და არა ვიღაცეებმა გადაწყვიტონ ვისი თამაში სჯობია უმაღლესში-ტორპედოსი თუ მერანის!
იყო მთელი არსებობის მანძილზე მაჩანჩალა და ჩაწყობილი თამაშების მოთამაშე საბჭოთა დროს და ასეთად დარჩება.
kutaisi
08:02 18-02-2022
7
იქნება გაარკვიოთ პაპუ 2 თამაშია არ თამაშობს ასევე დღეს მჭედლიძე რატომ არ იყოო ??
bejo
02:07 18-02-2022
0

სიახლეები პოპულარული