"ვითიბი ბანკი" საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის სპონსორი აღარ იქნება

AutoSharing Option
საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის გენერალური სპონსორი "ვითიბი ბანკი" აღარ იქნება - ამის შესახებ ამ ორგანიზაციის გენერალურმა მდივანმა დავით მუჯირმა "პირველი არხის" გადაცემა "ტაიმ აუტში" ექსკლუზიურად განაცხადა:

"ხუთშაბათიდან დავიწყეთ პროცედურა, რომ ეს კონტრაქტი გაბათილდეს. პირველივე დღიდან ჩვენი გენერალური სპონსორის არც ერთი ბანერი აღარ იყო. მისი ლოგო სტადიონზე მდებარე ბანერებიდანაც ავიღეთ.

ასე რომ, "ვითიბი ბანკი“ ჩვენი გენერალური სპონსორი უკვე აღარ არის – ეს პოზიცია ყველა კლუბმა გაიზიარა. მიხარია, რომ კლუბები ამაში გვერდში დაგვიდგნენ და ეს კონსოლიდაცია მახარებს. უახლოეს პერიოდში გვეცოდინება, ვინ იქნება ჩვენი
ახალი გენერალური სპონსორი."

შეგახსენებთ, ამ გადაწყვეტილებას წინ რუსეთის ფედერაციის მიერ უკრაინაში შეჭრის გამო რუსულ კომპანიებზე საერთაშორისო შეზღუდვები უძღვოდა.

altკობიაშვილი "გაზპრომთან" დაკავშირებულ გადაწყვეტილებას ეხმაურება

მკითხველის კომენტარები / 4 /
ვითიბი თავადვე უქმდება და შეატყობინა ამათ ეტყობა ვერ დაგაფინანსებო
sul2
23:18 28-02-2022
8
ალბათ აქამდე იმიტომ იყო არაფერი ეტყობოდა პუტინს ტირანობის ისე ერთი კარგი რამ გააკეთა ამ ომმა გამოაჩინა როგორი უთავმოყვარეო ერი ვყოფილვრთ ნომერ პირველი მტრის მიმართ :) ეხლა ყველა გმირი გახდა ვინც უარი თქვა რუსულ ფულზე ვითომ ბოლო 13 წელი მაგის მიზეზი არ იყო
ნოდო
22:34 28-02-2022
6
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული