რუსების დასჯის ჩვენებური ინტერესი - ხვიჩა ინგლისში, მარადიშვილი საქართველოს ნაკრებში...

AutoSharing Option
ბრიტანული მედია წერს, რომ რუსული კლუბის მიმართ გატარებული ღონისძიებების შემდეგ, როცა ამ ქვეყნის წარმომადგენლებს ევროთასებზე მონაწილეობა აუკრძალეს, პრემიერლიგიდან მოთამაშეების გადაბარგება დაიწყება. ჩვენ საკუთარი გვაინტერესებს - აქ ქართველი ფეხბურთელები გამოდიან.

მოთამაშეების ხელშეკრულებას თავისი ვალდებულებები გააჩნია, რომლის დარღვევა ბევრს მარტივად ტყუილად წარმოუდგენია, თუმცა ახლა ვითარება რადიკალურად შეიცვალა და ფორსმაჟორზე მეტია. რუსული კლუბები სერიოზულ ფინანსურ ზარალზე წავლენ. გარდა ამისა, არავის ენდომება ისეთ კლუბში თამაში, რომელიც მხოლოდ შიდა ჩემპიონატში მონაწილეობს.

თუკი ყველაფერი ამ მიმართულებით წავიდა, ხვიჩა კვარაცხელია, ზურიკო დავითაშვილი, ლუკა გაგნიძე - ის ფეხბურთელები
არიან, რომელთაც სხვა ქვეყნის ახალი კლუბის მოძებნა არ უნდა გაუჭირდეთ. რუსეთის ჩემპიონატში სხვა არაერთი ქართველიცაა და ასევე, ჩვენებური გვარის მქონე მოთამაშეები, მაგალითად, კონსტანტინე მარადიშვილი. აქვე ერთი რამ აუცილებლად უნდა აღვნიშნოთ - სანქციები რუსეთის ნაკრებსაც აქვს. შესაბამისად, მსგავსი სტატუსის ფეხბურთელების საქართველოს ნაკრებში თამაშის შანსები იზრდება.

რა თქმა უნდა, ეს საკითხი ასეთი იოლი მსჯელობის საგანი ვერ იქნება, თანაც ამ ეტაპზე მომავლის ზუსტად განჭვრეტა წარმოუდგენელია, თუმცა საკითხმა რომ აქტუალურობა შეიძინა, ფაქტია...

ხვიჩა კვარაცხელიაზე ვთქვათ - ნებისმიერ გუნდში გადასასვლელად არავის "ემეტება". GOAL.COM-ი წერს, რომ შოთა არველაძის "ჰალი" ზაფხულში შეტევითი ხაზის სერიოზულ გაძლიერებას აპირებს. ქართველ გულშემატკივრებს "კვარას" კარიერის განვითარების ერთ-ერთ გზად ესეც წარმოუდგენიათ, თუმცა არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ ხვიჩას მიმართ ინტერესი ტოპ-კლუბებს ჰქონდათ და ის ვერსად გაქრებოდა.

ახლა მთავარია, ზოგადი ფორმულა შედგეს, რაც რუსეთის პრემიერლიგაში ამ პროცესს დაარეგულირებს. სწორედ ჩვენებურების გამოა, ეს ამბები რომ გვაინტერესებს, თორემ ამაზე არც კი შევჩერდებოდით...

altსინათლე გვირაბის ბოლოს - FIFPro-მ რუსეთიდან ლეგიონერების გამოსახსნელად ფიფას მიმართა

altდატოვებს თუ არა ხვიჩა სხვა ლეგიონერებთან ერთად "რუბინს"? - სლუცკიმ კითხვას უპასუხა

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული