ყაზანელები ჩემპიონატში ზედიზედ მესამედ დამარცხდნენ, ამჯერად რუსეთში დარჩენილ ერთადერთ ქართველ, გია გრიგალავას "ხიმკისთან" -2:3. ქართველმა მცველმა დასკვნითი 5 წუთი ითამაშა.
შეხვედრის შემდეგ, Match TV წერს:
"რუბინი" გასული სეზონის აჩრდილად იქცა. ამის ერთ-ერთი მთავარი მიზეზი ის იყო, რომ გუნდის ყოფილი ლიდერი ხვიჩა კვარაცხელია ევროპულ გრანდში ვერ გადავიდა,
შეგახსენებთ, თავდაპირველად გავრცელდა ინფორმაცია, რომ კვარაცხელიამ ფიფას მინიჭებული უფლება გამოიყენა და ყაზანელებთან კონტრაქტი შეაჩერა, თუმცა საბოლოოდ მან ბათუმის "დინამოსთან" 2-წლიანი ხელშეკრულება გააფორმა, ზაფხულში კი იტალიურ "ნაპოლის" უკავშირებენ. ხვიჩა "რუბინში" 2019 წლიდან გამოდიოდა, რა დროშიც 9 გოლი გაიტანა და 10 შედეგიანი პასი ჰქონდა.
კვარაცხელიას დებიუტი ბათუმის "დინამოში" და გამარჯვება "თელავთან" [VIDEO]
რუბინის კლუბის საიტზე ხვიჩა შემადგენლობის "ატზაიავლენინშია", ხოლო ზურიკო "ზაიავლენინში'უწერიათ. საიდან - სადაო?