"კვარაცხელია და ოლივეირა "ნაპოლისკენ" გზაში არიან" - იტალიელი ჟურნალისტი

AutoSharing Option
"მედიასეტის" იტალიელმა ჟურნალისტმა ნიკოლო ჩეკარინიმ სერია A-ს გუნდების მომავალი ტრანსფერების შესახებ Tuttomercatoweb-ში წერილი გამოაქვეყნა და დაწერა, რომ კვარაცხელია და ოლივეირა "ნაპოლიში" გადავლენ და უკვე გზაში არიან.

"ნეაპოლური კლუბი ფინიშის სწორზეა კონცენტრირებული, ჩემპიონატის მოსაგებად ბოლომდე იბრძოლებს და ამისათვის კარგი შანსი აქვს, თუმცა სატრანსფერო ბაზარზე აქედანვე აქტიურობს. ორი შენაძენი უკვე გზაშია.

ინსინიეს შემცვლელი 2001 წელს დაბადებული ხვიჩა კვარაცხელია იქნება, რომელსაც ხუთსეზონიან კონტრაქტს გაუფორმებენ და ეს "ნაპოლის" 10 მილიონი ევრო პლუს ბონუსები დაუჯდება. მეორე მატიას ოლივეირაა (ურუგვაის ნაკრების 24 წლის მცველი) "ხეტაფედან", რომელიც გუნდიდან
წასასვლელად გამზადებულ ფაუზი გულიამის მარცხენა ფლანგზე ჩაანაცვლებს".

მკითხველის კომენტარები / 1 /
ისინი 10 მილიონიო,ესენი, 8 მილიონიო....
სოსო
09:59 10-04-2022
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული