"ნაპოლის" პრეზიდენტმა აურელიო დე ლაურენტისმა "ემპოლისთან" საშინელი წაგების შემდეგ Radio Kiss Kiss-ის ეთერში გულშემატკივრებს ბოდიში მოუხადა. მან თქვა, რომ ხვიჩა კვარაცხელიას დამატება გადაწყვეტილია, იმედია, ეს დიდი ტრანსფერი იქნება, დრის მერტენსს კი ზაფხულამდე მოქმედი კონტრაქტის გასაგრძელებლად შეხვდება.
sport.sky.it-ი და football-italia აღნიშნავენ, რომ კვარაცხელია იტალიურად "კუარასკელიად" წარმოითქმის, მისი წარმოთქმა ძნელია და დე ლაურენტისმა თიკუნი მოუგონა:
"შემიძლია "ჯორჯა" დავარქვა, მაგრამ ეს სახელი მომღერალს ჰქვია. დიდი ალბათობით, "ძიძი" იქნება. ეს უფრო მარტივია. ასეთი სახელის მქონე იქნება ის ყველა ნეაპოლელისთვის".
ნეაპოლური კლუბი კვარაცხელიას ხუთწლიან ხელშეკრულებას
გაუფორმებს.