არველაძე ყოფილი კლუბის წარმატებით გახარებულია [PHOTO]

AutoSharing Option
გლაზგოს "რეინჯერსმა" საკმაოდ დიდ წარმატებას მიაღწია, ფავორიტად მიჩნეული გერმანული "ლაიპციგი" 2 მატჩის ჯამში დაამარცხა და ევროპა ლიგის ფინალში კიდევ ერთ გერმანულ კლუბს, ფრანკფურტის "აინტრახტს" დაუპირისპირდება.

Sportall.Ge

ამ ამბავს გლაზგოელთა ყოფილი ფორვარდი და ამჟამად ინგლისური "ჰალის" დამრიგებელი შოთა არველაძე გამოეხმაურა, რომელმაც ექსკლუბსა და მის მთავარ მწვრთნელ ჯოვანი ვან ბროკჰორსტს წარმატება მიულოცა.

შოთა "რეინჯერსის" რიგებში 2001-05 წლებში გამოდიოდა და 44 გოლის გატანაც შეძლო. აქვე გეტყვით, რომ 7 მაისს (15:30 სთ) ჩემპიონშიპის უკანასკნელ ტურში "ჰალი" "ნოტინგემს" უმასპინძლებს.

altარველაძე - თუ ვინმე ეძებს დამნაშავეს, ის

ყოველთვის ჩემგან იწყება

altშოთა არველაძე ჯანო ანანიძის გადაწყვეტილებას ეხმაურება

altარველაძე: გაჩერებას არ ვაპირებთ... აქ მუშაობა მსიამოვნებს

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული