მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე რეკონსტრუქცია დაიწყო

AutoSharing Option
2023 წლის ევროპის 21-წლამდელთა ჩემპიონატისთვის მზადების ფარგლებში, მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე სარეაბილიტაციო სამუშაოები დაიწყო.

მიხეილ მესხის მთავარ არენაზე პირველ ეტაპზე დემონტაჟი მიმდინარეობს, რის შემდეგაც სამშენებლო სამუშაოები დაიწყება.

მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე სრული რეაბილიტაცია ჩატარდება. რეკონსტრუქცია შიდა და გარე სივრცეების რეაბილიტაციას გულისხმობს. მათ შორის, გამოიცვლება სკამები, მინდვრის საფარი, მოწესრიგდება არენის მიმდებარე ინფრასტრუქტურა, გასახდელები. სტადიონზე განახლდება VIP ზონა და მედიატრიბუნა.

მთავარ არენასთან ერთად, რეაბილიტაცია ჩატარდება "მიხეილ მესხი 2"-ზეც, სადაც შეიცვლება მინდვრის საფარი, მოწესრიგდება ტრიბუნა და გასახდელები.

შეგახსენებთ, რომ ევროპის ყველაზე მასშტაბური ასაკობრივი
ჩემპიონატის საქართველოში გამართვასთან დაკავშირებით, 26 აპრილს საქართველოს მთავრობამ „სპორტული ინფრასტრუქტურის განვითარების პროგრამა“ დაამტკიცა. სამუშაოების შესრულებას მუნიციპალური განვითარების ფონდი უზრუნველყოფს. პროგრამა სახელმწიფო ბიუჯეტიდან დაფინანსდება და მისი სავარაუდო ღირებულება 100 მილიონი ლარია.

პროგრამის ფარგლებში, სპორტული ინფრასტრუქტურის მოწესრიგება თბილისში, საგურამოში, ქუთაისში, წყალტუბოში, ქობულეთსა და ბათუმში მოხდება. არსებული ინფრასტრუქტურის გარდა, ჩემპიონატისთვის, საერთო ჯამში, 12 ობიექტი მოეწყობა.

GFF.GE

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული