"სპალეტი, ხვიჩაზე მოგატყუეს" - რუსთა გოდება

AutoSharing Option
გუშინ "ნაპოლის" მწვრთნელმა ლუჩანო სპალეტიმ ხვიჩა კვარაცხელიაზე პირველად ისაუბრა და ერთობ დადებითად დაახასიათა. იტალიელის გამონათქვამი რუსულმა საიტებმა გაავრცელეს და კომენტარებმაც არ დაახანა. ზოგიერთს შემოგთავაზებთ:

- ლუჩანო, შეწყვიტე, შენ ვინ ხარ, რომ ასეთი რამეები თქვა, კვარაცხელიაზე "ჩემპიდან" სპეციალისტები მოგითხრობენ.

- ჩვენი ხვიჩულია ტოპ-კლუბში! ეს პალიჩმა (სიომინმა) აღმოაჩინა ვარსკვლავი! ტუგარევი აუტსაიდერ "როსტოვში", დანარჩენები სადღაც მეორე ლიგაში, ხვიჩულიჩკა კი "ნაპოლიში", რადგან ტოპ-ია და პალიჩმა ეს თავიდანვე დაინახა. "რკინიგზელებს" ტოპ-ფეხბურთელების ტოპ-კლუბებში გაყიდვა არ სჭირდებათ, ისინი შეუძლიათ "კრასნოდარში", "რუბინში" ან კიდევ სადმე გაუშვან.

- ლუჩანო,
შენ მოგატყუეს...

- მან ზუსტად იცის, ვისზე ლაპარაკობს?

- ვერაფერი გავიგე, სპალეტი ბათუმის "დინამოს" წვრთნის?

- გასაკვირია. მან პოზიციური შეტევისას შეზღუდულ სივრცეში თავი ცუდად წარმოაჩინა. კარგია სისწრაფეში, თავისუფალ სივრცეში, კონტრშეტევაზე თამაშისას.

- სპალეტის უთხრეს, რამდენი გოლი გაიტანა კვარაცხელიამ რუსეთის ჩემპიონატში?

- იქ გოლების გამტანები საკმაოდ ჰყავთ. ოსტატი თამაშის მართვას დაიწყებს! ასეთ ფეხბურთელებს ოქროს ფასი აქვთ! მომენტები შეიქმნას და გოლის გამტანი გამოჩნდება.

მკითხველის კომენტარები / 24 /
ნეტაი შენ, მართლაც რომ ნეტაი შენ. მე შეგნებულ ადამიანს მივწერე პასუხი და არა თქვენაირებს. სპორტული გვერდია და აქ მაინც გვაცადეთ ბინძური პოლიტიკის გარეშე საყვარელი სპორტსმენების მხარდაჭერა.
ოპოზიციის მხარდამჭერი ვართქო რომ ვახსენე ეგრევე მიჰა რომ გაგახსენდათ ღიმილისმომგვრელია. ოპოზიციას მიჰას გარეშე ვერ აღიქვამთ ხო? ისე დაგაბრმავათ ქოც-ნაცურმა პროპაგანდამ. იდოლოგიით ვარ ამ ხელისუფლების მოწინააღმდეგე, სამწუხაროდ მონები ვერ გაიგებენ რას ნიშნავს იდეით ოპოზიციონერობა და არა რომელიმე ბელადის ყოლა.
თქვენც წარმატებები!
Winter
02:59 18-05-2022
5
ხვიჩა საქართველოსია. ახალგაზრდა რომელიც დიდ სიხარულს გვანიჭებს და კიდევ ბევრჯერ გაგვახარებს. ღმერთი იყოს ხვიჩას მფარველი. ჩვენი იმედია.
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული