სლოვაკეთში მიმდინარე მინი-ფეხბურთში ევრო 2022-ის ჯგუფური ეტაპის ბოლო მატჩში საქართველოს ნაკრებმა ავსტრია 3:1 დაამარცხა. დუბლი სვანიძემ შეასრულა, ერთი გოლი კი კობაიძემ გაიტანა.
ბესო არველაძის გუნდმა C ჯგუფში ასპარეზობა 6 ქულით დაასრულა და დიდი ალბათობით, გათამაშების შემდეგ ეტაპზე გავა.
ევროპის ჩემპიონატზე საუკეთესო 24 ქვეყნის ეროვნული გუნდი ასპარეზობს. ტურნირი ამავე დროს 2023 წელს გასამართი მსოფლიო ჩემპიონატის შესარჩევი ეტაპია.