საქართველოს მინი-ფეხბურთის ნაკრებმა ავსტრიას სძლია და პლეი-ოფში გასვლის კარგი შანსი აქვს

AutoSharing Option
სლოვაკეთში მიმდინარე მინი-ფეხბურთში ევრო 2022-ის ჯგუფური ეტაპის ბოლო მატჩში საქართველოს ნაკრებმა ავსტრია 3:1 დაამარცხა. დუბლი სვანიძემ შეასრულა, ერთი გოლი კი კობაიძემ გაიტანა.

ბესო არველაძის გუნდმა C ჯგუფში ასპარეზობა 6 ქულით დაასრულა და დიდი ალბათობით, გათამაშების შემდეგ ეტაპზე გავა.

ევროპის ჩემპიონატზე საუკეთესო 24 ქვეყნის ეროვნული გუნდი ასპარეზობს. ტურნირი ამავე დროს 2023 წელს გასამართი მსოფლიო ჩემპიონატის შესარჩევი ეტაპია.

მკითხველის კომენტარები / 1 /
ორი გუნდი არ გადის ჯგუფიდან?
დელპიერო
07:18 08-06-2022
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული