ინიშნება თუ არა ქეცბაია "ნეფთჩის" მწვრთნელად - რას წერს აზერბაიჯანული პრესა ქართველის "ანორთოსისიდან" წასვლის შემდეგ

AutoSharing Option
Azerisport-ის ინფორმაციით, "ნეფთჩი" მთავარი მწვრთნელის პოზიციაზე ორ კანდიდატურას განიხილავს და მათ შორის თემურ ქეცბაია არ მოიაზრება.

ბაქოელები არჩევანს ვიქტორ გონჩარენკოსა და იური ვერნიდუბს შორის გააკეთებენ, საბოლოო გადაწყვეტილებას კი 14 ივნისს გამოაცხადებენ.

მოგეხსენებათ, ბოლო პერიოდში აქტიურად იწერებოდა იმის შესახებ, რომ აზერბაიჯანის ვიცე-ჩემპიონს ქეცბაია ჩაიბარებდა. ითქვა იმის შესახებაც, რომ თემურმა "ნეფთჩის" საკუთარი პირობები, წლიური ბიუჯეტის მინიმუმ 20 მილიონ მანათამდე (11 მილიონი ევრომდე) გაზრდა მოითხოვა და ეს თანხა იმისათვის იყო აუცილებელი, რათა ისეთი გუნდი შეექმნა, რომელიც "ყარაბაღთან" ჩემპიონობისთვის და ევროტურნირის ჯგუფურ ეტაპზე მოსახვედრად
ბრძოლას შეძლებდა.

ამას გარდა, ჩვენებურმა ხანგრძლივვადიანი კონტრაქტი და სეზონურ გასამრჯელოდ 350 ათასი ევრო მოითხოვა, მაგრამ როგორც ჩანს, მოლაპარაკება ვერ შედგა...

როგორც იცით, ქეცბაია "ანორთოსისიდან" წამოვიდა და ახლა ჯერჯერობით უმუშევარია.
მკითხველის კომენტარები / 4 /
ჩამოდი საქართველოში და ჩაუდექი სათავეში საბურთალოს! აგერ კორღალიძე წავიდა!
მწვრთვნელი
15:30 09-06-2022
1
დიდება უფალს ქეც ჯიგარო წარმატებები გმერტი იყოს სენი მფარველი
pepe
12:22 09-06-2022
1

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული