ლაშა ნოზაძე: "პარტიზანის" შესასწავლად დრო გვაქვს

AutoSharing Option
კონფერენსლიგის პირველ შესარჩევ ეტაპზე "საბურთალო" ალბანეთის "პარტიზანს" შეხვდება. მომავალი მატჩების შესახებ კლუბის საიტთან კომენტარი "საბურთალოს" მწვრთნელმა ლაშა ნოზაძემ გააკეთა:

"იმ ხუთი სავარაუდო მეტოქიდან ყველა თანაბარი იყო, თუ არ ჩავთვლით სან-მარინოს “ტრე პენეს”. გვაქვს დრო, რომ მეტოქე შევისწავლოთ და კარგად წარმოვაჩინოთ თავი. “საბურთალო” ყოველთვის მაღალ მიზნებს ისახავს და მინდორზე მხოლოდ მოსაგებად გადის.

ყველაფერს გავაკეთებთ იმისათვის, რომ ორი თამაშის ჯამში გამარჯვებულები გამოვიდეთ და გავახაროთ როგორც “საბურთალოს”, ასევე ქართული ფეხბურთის ქომაგები. ფეხბურთელობის პერიოდში ალბანელების წინააღმდეგ საკლუბო დონეზე არ მითამაშია, თუმცა ერთხელ, როდესაც 21-წლამდელთა
ნაკრების ღირსებას ვიცავდი, ალბანეთის ახალგაზრდული ნაკრების წინააღმდეგ ტირანაში მომიწია თამაში".

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული