ტოდორ ნედელევი საქართველოში ერთკვირიანი მკურნალობის შემდეგ გუნდის ექიმთან ერთად ბულგარეთში დაბრუნდა.
შეგახსენებთ, ნედელევი საქართველო-ბულგარეთის მატჩის წინ თბილისის საერთაშორისო აეროპორტიდან სასტუმრო "შერატონის" გზაზე, გუნდის ორი ავტობუსის შეჯახების შემდეგ დაშავდა. მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა საკმაოდ მძიმე იყო, მაგრამ პროცესები სასიკეთოდ განვითარდა.
ჯერჯერობით უცნობია, თუ როდის მოახერხებს ტოდორი მოედანზე დაბრუნებას.
ბულგარელთა მწვრთნელი: სტრესის მიუხედავად გამარჯვებისთვის ვიბრძოლებთ
კობიაშვილი ინციდენტსა და ბულგარელი ფეხბურთელის დაშავებას გამოეხმაურა