მოგეხსენებათ, ბულგარეთის ნაკრების ავტობუსი ავარიაში მოჰყვა, რის შედეგადაც ნაკრების ფეხბურთელ ტედორ ნედელევს ოპერაცია დასჭირდა, რომელიც 2 საათზე მეტ ხანს გაგრძელდა. მას თავის ქალა აქვს გატეხილი და თავში მინის ნატეხი ჰქონდა.
ის წინ მიმავალი ავტობუსის უკანა სავარძელზე იჯდა, სადაც შეჯახება ყველაზე ძლიერი იყო. ნედელევი თბილისში ექიმების მეთვალყურეობის ქვეშ ერთი კვირა დარჩება.
"მადლობა ღმერთს, ტოდორ ნედელევი დასტაბილურდა. მთელი ღამე საავადმყოფოს წინ ვიყავით. თავის ქალაზე ოპერაციას საჭიროებდა. მადლობა ღმერთს,
რა თქმა უნდა, ყველა შოკშია. არ შეიძლება მსგავსი რამ აღწერო, თუ არ გქონია განცდილი. ჩვენ ნამდვილად შოკირებული ვიყავით მომხდარით.
ჩემი აზრით და ექიმების თქმით, თოდორ ნედელევის სიცოცხლეს საფრთხე ემუქრებოდა, მაგრამ ამ სწრაფი რეაქციის წყალობით ყველაფერი უკვე კონტროლირებადია. ყველაზე ოპტიმისტური პროგნოზი არის ის, რომ სამ თვეში ის სრულად გამოჯანმრთელდება.
ყველაზე მნიშვნელოვანი გამოჯანმრთელების ნაწილი თბილისში იქნება მინიმუმ ერთი კვირა ექიმის მეთვალყურეობის ქვეშ, რის შემდეგაც გადაიყვანენ ბულგარეთში და იქ გააგრძელებენ მკურნალობას. ფიზიკურად არავინ დაშავებულა. ყველას გვინდა, რომ "ტოშკო" რაც შეიძლება მალე გამოჯანმრთელდეს და საფეხბურთო მოედანს დაუბრუნდეს", - ამბობს იგნატოვი.
ბულგარეთის ნაკრები თბილისში ავტოავარიაში მოჰყვა - ერთი ფეხბურთელი საავადმყოფოში გადაიყვანეს [VIDEO]