
"ბრწყინვალე ამბავი მოვიდა საქართველოს დედაქალაქიდან. რამდენიმე წუთის წინ ბოტევის კაპიტანმა ტოდორ ნედელევმა ოპერაციის შემდეგ ანესთეზიიდან გაიღვიძა. "ტოშკო" კონტაქტშია და სტაბილურ მდგომარეობაშია. ჩვენ ყველანი შენთან ვართ, კაპიტანო", - წერია განცხადებაში.
როგორც იცით, გუშინ სასტუმროსკენ მიმავალი ბულგარეთის ნაკრების ავტობუსი ავარიაში მოჰყვა, რის შედეგადაც 1 ფეხბურთელი ტოდორ ნედელევი დაშავდა, რომელსაც მოგვიანებით ოპერაცია ჩაუტარდა.