ქეცბაია და "ჯვაროსნები"
სამწუხაროდ, ეს შეხვედრა აღმავლობის ერთგვარად ბოლო წერტილი აღმოჩნდა. ამის შემდეგ გუნდში კონფლიქტებმა და ცუდმა შედეგებმა იმატა. თუკი მანამდე სათამაშო სტილს ამხელა მნიშვნელობას არ ვანიჭებდით, უკვე ამბიცია გაჩნდა, რომ ნაკრებს მხოლოდ ყრუ დაცვიდან არ ეთამაშა. გარდა ამისა, როცა საქმე შეტევას ეხებოდა, მას თითქოს ისე გადავეჩვიეთ, ჩვენზე სუსტ მეტოქეებთანაც გვიჭირდა. საბოლოოდ, ყველაფერი გულისტკენით დასრულდა - პოლონეთთან თბილისში მწარე მარცხი (0:4) და ქეცბაიას სანაკრებო ამბებს წერტილი დაესვა.
პარალელები კვიპროსთან
თემურის ახალ გამოწვევას, კვიპროსის ნაკრებს, ბოლო წლებში ევროპაში ერთ-ერთი ყველაზე დიდი რეგრესი აქვს. ამ ქვეყნის კლუბები უფრო მეტ წარმატებას აღწევენ, ვიდრე ეროვნული ნაკრები. შეგვიძლია ერთგვარი პარალელები გავავლოთ იმდროინდელ საქართველოს ნაკრებთან, რომელიც თემურმა ჩაიბარა, თუმცა მაშინ "ჯვაროსნებში" გაცილებით მაღალი დონის ფეხბურთელები გამოდიოდნენ.
მუნდიალის უკანასკნელ შესარჩევ ეტაპზე კვიპროსელებმა იმდენივე ქულა (5) დააგროვეს, რამდენიც უსუსტესმა მალტამ. ქართველი მწვრთნელის მომავალმა ნაკრებმა C ლიგაში ადგილის შენარჩუნება პლეი-აუტის გზით მოახერხა, თუმცა ივნისის შეხვედრები საშინლად ჩაატარა, გოლების გატანა მხოლოდ ჩრდ. ირლანდიასთან მოახერხა და 2 ქულა აქვს.
ახლა კვიპროსელ გულშემატკივარსაც იმის იმედი ექნება, ქეცბაია გუნდს ბრძოლისუნარიანს გახდის, რომელთანაც ქულებს იოლად ვერავინ დაგეგმავს.
საკადრო რესურსი
ქეცბაიას ყოფილ კლუბ "ანორთოსისიდან" ნაკრებში ვეტერან შემტევს, 33 წლის დიმიტრიოს ქრისტოფს იწვევდნენ, თუმცა ნაკრებში მას თავის გამოჩენა უჭირს. ამ გუნდიდან ნაკრების სტაჟიანი წევრია 29 წლის მცველი კოსტაკის არტიმატასიც.
ქართველ სპეციალისტს მოქმედ ჩემპიონ "აპოლონისა" და "ომონიას" რამდენიმე მოთამაშეზე დაყრდნობა შეუძლია. რაც შეეხება ლეგიონერებს - გუნდში ერთ-ერთი ყველაზე გამოცდილი ლიეჟის "სტანდარტის" უკანახაზელი, 29 წლის კონსტანტინოს ლაიფისია.
ქეცბაია აუცილებლად გაზრდის კონტინგენტს და ნდობას გამოუცხადებს ფეხბურთელებს, რომლებიც ეროვნულ ნაკრებში აქამდე ვერ ხვდებოდნენ. რისი მაგალითები საქართველოს ნაკრებშიც გვქონდა.
მნიშვნელობა საქართველოსთვისაც
ამ ყველაფრისკენ პირველი გზა ქეცბაიას კვიპროსის ნაკრებზე გადის - ისინი 24 სექტემბერს ლარნაკაში დაუპირისპირდებიან. თემურისთვის ამ მატჩს დიდი მნიშვნელობა აქვს - პრინციპულ მეტოქესთან წარმატებით დაწყება უმნიშვნელოვანესი იქნება. თავის მხრივ, შესაძლოა, შანსი საქართველოს ნაკრებსაც მისცეს, ჯგუფიდან ბერძნებზე მეტი ქულით გავიდეს.
3 დღის შემდეგ ქეცბაიას ნაკრები "ერთა ლიგას" კოსოვოში დაასრულებს, ამის შემდეგ კი ევროპის ჩემპიონატის შესარჩევი ეტაპის წილისყრას დაელოდება.
შოთა არველაძე თემურ ქეცბაიას კვიპროსის ნაკრებში დანიშვნას ეხმაურება
საქართველოს ნაკრების სავარაუდო მეტოქეები ევროპის ჩემპიონატის გზაზე - ყველაფერი "ერთა ლიგაზე"