ქართული ფეხბურთის შავი დღე - თბილისის "დინამომაც" წააგო [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
კონფერენს ლიგის საკვალიფიკაციო ეტაპის პირველ მატჩში თბილისის „დინამო“ საკუთარ მოედანზე „პაიდესთან“ 2:3 დამარცხდა.

"დინამო" სრულ ტერიტორიულ და სათამაშო უპირატესობას ფლობდა, ორჯერ დაწინაურდა, მაგრამ სტუმრებმა ორივეჯერ შეძლეს ანგარიშის გათანაბრება, ბოლოს კი გამარჯვების გოლიც გაიტანეს.

საპასუხო შეხვედრა 14 ივლისს ესტონეთში ჩატარდება.

მოკლედ, დღეს ევროტურნირებზე სამივე ქართულმა გუნდმა მარცხი განიცადა.

თბილისი. „დინამო არენა“
დინამო (თბ) - პაიდე 2:3
გოლები: 1:0 სხირტლაძე (22), 1:1 ლუტსი, 2:1 ხარაბაძე (65), 2:2 სინგატე (81), 2:3 პიჰტი (89)

დინამო (თბ): პრიეტო, მალი, ბენიო, კალანდაძე, ხარაბაძე, ოსიყმაშვილი (მოისწრაფიშვილი 46),
მექვაბიშვილი, კირკიტაძე (კობოური 86), ოსეი (ჩხეტიანი 86), კამარა (ომარი 58), სხირტლაძე (ბილენკი 70)

პაიდე: აკსალუ, ოიამაა (ტური 78), იუსიფი, კლავანი, სალისტე, სიმონი, ფროლოვი, მოოლი, ლუტსი, ოვუსუ (პიჰტი 78), სააგი (სინგატე 58)

მკითხველის კომენტარები / 129 /
გასაშვებია პრეზიდენტი! სრული 10 წლიანი კრახი..... დინამო თბილისი რომან ფიფიას გარეშე.
Wolf
22:57 07-07-2022
0
გუშინ დავწერე რომ ერთადერთი გუნდი დღეს საქართველოში რომელსაც რომელიმე ევროტურნირზე წარმატების შანსი თუ აქვს ესაა ბათუმის დინამოთქო დანარჩენი გუნდები არც საბურთალო არც გორის დილა და არც თბილისის დინამო დღეს არ არიან იმ დონეზე რომ სადმე შეყონ თავი ძაან სამწუხაროა დინამოს მდგომარება გუნდი რომელიც წესით უნდა იყოს ქართული ფეხბურთის ფლაგმანი და უნდა იბრძოდეს ევროტურნირებზე სერიოზულ გუნდებთან უკვე იმ დონეზე ჩამოვიდა (ფსკერზე) რომ იქ ფარერების გუნდი გვიგებს ახლა ამას დაემატა რომ დინამო არენაზე ესტონეთის გუნდი გიგებს და სამ გოლს გიტანს ამაზე უკვე ხალხს რეაქციაც აღარ აქვს ასეთი რამ ნებისმიერ სხვა ქვეყანაში რომ მომხდარიყო და ასეთ ისტორიულ და ტრადიციულ გუნდს რომ ეხებოდეს საქმე მთელი გულშემატკივრები გამოვიდოდნენ გარეთ რა გახდა ამ ფიფიას მოშორება გაანადგურა დინამო მისი 11 წელია გუნდშია და მე ასეთი ცუდი დინამო არ მახსოვს რაც ამ ფიფიას მმართველობის პერიოდშია ეს გუნდი ყოველწლიური რეგრესი დაბლა და დაბლა ჩადის ეს გუნდი და ხმას არ იღებს არავინ ეს კაცი უნდა წავიდეს და მოვიდეს ისეთი ხალხი ვინც მართა მიხედავს გუნდს.
0

სიახლეები პოპულარული