როცა გიორგი ჭიაბრიშვილი თბილისის "დინამოს" თავკაცად დაინიშნა, დეტალურად დავიწყეთ იმის განხილვა, რა შეიცვალა გუნდში უკეთესობისკენ და რაზე იყო სამუშაო. ამას ბათუმში ცუდი მატჩი კი მოჰყვა, მაგრამ სასოწარკვეთას მაინც არ მივეცით. თურმე, მორიგი იმედგაცრუება გველოდა...
თბილისის "დინამოს" (ისევე, როგორც სხვა ქართულ კლუბებს) ჯერ შემდეგ ეტაპზე გასვლის შანსი დაკარგული არ აქვს, მაგრამ მთავარი მაინც ისაა, როგორ ახერხებს ეს გუნდი ისევ
სინანული კარგია, მაგრამ...
მიუხედავად იმისა, რომ თბილისელთა თავკაცმა მატჩამდე თქვა, არცერთ მეტოქეზე ზემოდან ყურების ფუფუნება არ გვაქვსო, მაინც ის შთაბეჭდილება შეიქმნა, რომ ჩვენი ფეხბურთელები დარწმუნებულები იყვნენ, მოწინააღმდეგეს იოლად აჯობებდნენ, თანაც, წარმატებული პირველი ტაიმის შემდეგ. ამას ისევ უყურადღებობა დაერთო. 29 წლის ბენიოს ჩვევად ექცა, პერიოდულად სერიოზული შეცდომები დაუშვას, თუმცა ჯოხის მხოლოდ მასზე გადატეხა არ ივარგებს. მეტოქემ დასკვნითი ნაწილი უკეთ ჩაატარა, მათმა მწვრთნელმა სწორი ცვლილებები გააკეთა და შედეგსაც (3:2 ესტონური "პაიდეს" სასარგებლოდ) მიაღწია, ამას კი კვლავ სუსტ ფიზიკურ მომზადებამდე მივყავართ...
არამხოლოდ "დინამო"...
ახლა ამას, ვიცით, რაც მოჰყვება - დაიწყება საუბრები, რომ კლუბებს სახელმწიფო არ უნდა ეხმარებოდეს და სანაკრებო წარმატების გამო პოზიტიურ რელსებზე გადასულ ქართულ გულშემატკივარს ისევ დაძაბავს და თავგზას აუბნევს. ქართულ კლუბებს ხომ ბევრს არ ვთხოვთ - პირველ ეტაპზე და სუსტ მეტოქეებთან ნორმალურად გამოსვლა და შემდეგი ეტაპისთვის ბრძოლა შესაძლებელი ხომ უნდა იყოს?
ვისი ბრალია?
თემურ ქეცბაიას ერთი ცბობილი ფრაზა მართლაც თავიდან არ ამოდის - "ვისი ბრალია?" მართლაც, ვისი ბრალია ეს ყველაფერი?! ეროვნული ლიგის დონე გაზრდილია, მშვენიერი გოლები გადის და საკმაოდ კარგი საყურებელი გამოდის, მაგრამ ეს საკმარისი ისევ არაა. გასაგებია, ტემპის პრობლემა გვაქვს, რაც ევროტურნირებზე კარგად იკვეთება, მაგრამ მხოლოდ ეს მიზეზი საკმარისი ვერ იქნება.
იმის ბრალი ხომ არაა, მიუხედავად იმისა, ჩემპიონატს ზაფხულში ვთამაშობთ, ევროტურნირებზე სტაბილური გუნდებით ისევ ვერ გავდივართ - იცვლებიან მწვრთნელები ზუსტად მატჩების წინ, მიდიან ფეხბურთელები, საკმარისი გაძლიერება კი ვერ ესწრება. ბათუმის "დინამოს" მაგალითზე ვხედავთ, რომ საქართველოში ახლა სავსებით შესაძლებელია, ანგარიშგასაწევი, კარგად დაკომპლექტებული გუნდი გყავდეს და გულშემატკივრები აქტიურად გესწრებოდნენ.
ქართულ ფეხბურთში სასიკეთო ძვრებია როგორც ეროვნული ნაკრების, ასევე ინფრასტრუქტურის, ბავშვთა ფეხბურთისა თუ კლუბების ხელშეწყობის მიმართულებით, მაგრამ საკლუბო წარუმატებლობა, რომელიც მით უმეტეს, ჩვენი ფეხბურთის ისტორიასთან ასოცირებულ თბილისის "დინამოს" ეხება, გულშემატკივრებში ძალიან მტკივნეულია და ბევრ წარმატებულ ნაბიჯს უბრალოდ, გადაფარავს. კიდევ ერთი, რაც მოხდება, რომან ფიფიას წასვლის მოთხოვნა იქნება, თუმცა არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ ის კერძო კლუბის მფლობელია და არა რომელიმე არჩევითი თანამდებობის მქონე. ამიტომ ამ საკითხის გაუბრალოება არ გამოვა.
ქართული ფეხბურთის შავი დღე - თბილისის "დინამომაც" წააგო [VIDEO]
გორის სტადიონზე ისევ დაბნელდა - "საბურთალო" "პარტიზანთან" დამარცხდა [VIDEO]
მეორე წრეში ყველა გუნდს მოვთხოვოთ ფრეზე თამაში, მათ შორის ბათუმსაც. ჩააყენეთ კარებში ავტობუსი და წინ წასული არ დაგინახოთ. თავისუფლად შეიძლება, რომ ოთხივე თამაში ფრე დასრულდეს. პლიუს ბათუმი პენლებით გავიდეს. 0-ზე მაინც არ დავრჩებით.