"პაიდეს" "დინამოსთან" მატჩისთვის დიდი მზადება აქვს - ბილეთები სწრაფად იყიდება, ფანებისთვის გამოიყო ავტობუსიც

AutoSharing Option
14 ივლისს "პაიდე" კონფერენს ლიგის საკვალიფიკაციო ეტაპის 1/8-ფინალში "დინამოს" უმასპინძლებს. თბილისურ კლუბს სახლში 2:3 აქვს წაგებული. ამიტომ ესტონეთში აუცილებლად გამარჯვება ესაჭიროება. 

"პაიდეს" გვერდი სოციალურ ქსელში ძალიან გააქტიურდა. როგორც მათი პოსტიდან ვიგებთ, ბილეთები ბოლო დროს დიდი სისწრაფით იყიდება. ამიტომ გულშემატკივრებმა უნდა იჩქარონ და მისი შეძენა მოასწრონ.

როგორც იცით, "პაიდეს" საშინაო არენა უეფას მოთხოვნებს ვერ აკმაყოფილებს. ამიტომ დაპირისპირება ქალაქ პიარნუს Parnu Rannastaadion-ზე გაიმართება, რომელიც სულ რაღაც 1501 მაყურებელს იტევს. 

ესტონური გუნდის Facebook-გვერდზე პოსტს ამის შესახებაც ვხვდებით, სადაც ვკითხულობთ, რომ თამაშის დღეს ქალაქ
პაიდედან პიარნუს მიმართულებით ავტობუსი გავა, რომლის ღირებულებაც 10 ევრო იქნება. 

მოკლედ, ქართული გუნდის მეტოქეს დიდი მზადება და ისტორიის გადაწერის სურვილი აქვს. ჩვენ კი იმედი დავიტოვოთ, რომ ეს ყველაფერი მხოლოდ სურვილად დარჩება და შემდეგი ეტაპის საგზური "დინამოს" დარჩება.
მკითხველის კომენტარები / 16 /
ფიფიას რომ ნამუსი ჰქონდეს სახელს გადაარქმევდა კლუბს, "დინამო" ჩვენი ქვეყნის სიმბოლოა და დანაშაულია ამ სიმბოლოს ასე ბოროტად შებღალვა წლების განმავლობაში. ამ საცოდავების ნახირს თავისი ბოროტმოქმედი პრეზიდენტით სახელი "ხოხბები" დახატავდა, საფეხბურთო კლუბი თბილისის "ხოხბები". მერე თუ გინდა 0:10 გაუსხიათ გარე მოვაჭრეებთან.
ირაკლი
12 ივლისი 2022 13:40
4
რაღა კლუბს გადაერქვას სახელი ? თვიტონ გადაირქვას !
zura222
12 ივლისი 2022 16:56
0
მაინც არაფერი უშველით ესტონელებს. 1-4 მოიგებს დინამო
ილია
12 ივლისი 2022 12:12
12
მაგ ბაქინუქობის შედეგია კლაქსვიკთან 6-1 და ფიფიას ხელში ის რაც ევროტურნირებზე ხდება
ნოდო
12 ივლისი 2022 12:40
3
Am parchakebisgan arakacebisgan ra imedi unda gqondes chaijvamen isev
Oto
12 ივლისი 2022 13:04
5
"დინამო" მაინც მოიგებს რაც არ უნდა უარყოფითი წეროთ. გაუმარჯოს "დინამო"-ს! წინ საქართველო!
გაუმარჯოს "დინამოს"
12 ივლისი 2022 23:21
0
1501 კაციანი რა სატადიონია, ბიბლითეკაში ხომ არ თამაშობენ? ფილარმონიაში ეთამაშათ იქ არც დააწვიმდათ და 2300 კაცს იტევს.
G.LA
12 ივლისი 2022 12:24
3
რომ იძახით "დინამო" ქართული და ჩვენი ტრაფიცია და ისტორია და ა.შ. ეგ არის სსრკ დროინდელი მილიციის კლუბის სახელი, მვდ-ზ სპორტ.კლუბებს "დინამო" ერქვათ, ძველი ხუმრობა იყო, "სასისკს ივერია ქვია და მთ.გუნდს "დინამოო"))
სანდრო
12 ივლისი 2022 15:12
5
და მერე რა გინდა ? ისევ გადავარქვათ სახელი და "ეროვნული" იდიოტობის დროს რომ იძახდნენ დავით აღმაშენებელი დავარქვათ ??
zura222
12 ივლისი 2022 16:54
10
შენ ალბათ გაგისწორდება მიშა რო დავარქვათ
zura222-ს
12 ივლისი 2022 23:18
4
გავაპაიდებთ მაგათ 3-0 ს რომ მოვუგეებთ PP
zura222
12 ივლისი 2022 16:52
2
4:1 მოიგებენ ხოხბები,ნახავთ თუ არა
P.S. პაიდეს ფანი ქალები მაგრა დამევასა თბილისᲨი)))
გიუშა
12 ივლისი 2022 15:35
0
მოაშორეთ მაგ გუნდს ტურნირებზე რა უნდა ეგენი უბანი უბანზე თუ ათამაშე ერთ ბოთლს კოკაკოლაზე . ტფუიიიიი...
Dinamoschavajvi shemarcxveneli gundi
12 ივლისი 2022 19:57
6
დინამო ხო რას ამბობ დაბრდღვნის ევროპა ლიგაზე. გამარჯვება პაიდეს!!!!!! იქნებ მარცხის შემდეგ მაინც მიხვდეს გუნდის უნიჭო მფლობელი და ან გაყიდოს გუნდი ან გაასხვისოს. აღარ შეიძლება ამათი ყურება. დავიჯერო ყველას ჩემზე მაგარი ჯანმრთელობა გაქვთ?
დავით 67
12 ივლისი 2022 22:14
1
ჩადექით ყველა, ტრენერიან, სათადარიგოიან, პრეზიდენტიან, ქომაგიან დაცვაში. იქნებ 0:0 დაამთავროთ.
ეგრეა
12 ივლისი 2022 17:01
10

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული