პირთამდე სავსე სტადიონზე შეხვედრა ორმხრივი შეტევებით, მაღალ ტემპში დაიწყო. დავითაშვილს გოლი თამაშგარეს გამო არ ჩაუთვალეს. შემდეგ საჯარიმოში ჩაწოდებული ბურთი ბრატისლაველთა მცველ აბენას ხელზე მოხვდა, მაგრამ მსაჯმა პენალტის დანიშვნა საჭიროდ არ მიიჩნია. მასპინძლები სრულ უპირატესობას ფლობდნენ, თუმცა მეტოქე თავს კარგად იცავდა, მომენტები არ იქმნებოდა და პირველი ტაიმი 0:0 დასრულდა.
შესვენების შემდეგ თამაშის სურათი არ შეიცვალა. აჭარულ გუნდს მოწინააღმდეგის კარზე იერიში იერიშზე მიჰქონდა. დავითაშვილს გატანა მეკარე ხოვანმა არ დაანება, მერე ჯიღაურის კარგი გადაცემა ფლამარიონმა ვერ გამოიყენა. სტუმრებმა კონტრშეტევით უპასუხეს და შეცვლაზე შესული ზრმჰალის დარტყმულ ბურთს კუპატაძე დაეუფლა. 75-ე წუთზე ალთუნაშვილი საჯარიმოში მცველმა წააქცია და არბიტრმა პენალტი ისევ არ დადო. ბოლოს „სლოვანმა“ ნაღდი მომენტი ვერ გამოიყენა და დამატებითი დრო დაინიშნა.
104-ე წუთზე დავითაშვილმა მამუჩაშვილის პასი მიიღო და ჩვენი გუნდი დააწინაურა. 115-ე წუთზე ბარსეგიანის დარტყმული ბურთი რეხვიაშვილს მოხვდა და ანგარიში გათანაბრდა, ხოლო 123-ე წუთზე ვაისმა კუთხურიდან ბურთი ჩაახვია და კუპატაძის შეცდომის შედეგად გამარჯვების გოლი გაიტანა.
ბათუმი. „აჭარაბეთ არენა“
დინამო (ბთ) - სლოვანი 1:2 (ძირ. დრო 0:0)
გოლები: 1:0 დავითაშვილი (104), 1:1 ბარსეგიანი (115), 1:2 ვაისი (123)
დინამო (ბთ): კუპატაძე, ჩაბრაძე (ვაწაძე 85), რეხვიაშვილი, აზაცკი, აზაროვი (ნავალოვსკი 105), ტეიდი (ფალავანდიშვილი 85), ალთუნაშვილი (რადინი 113), მამუჩაშვილი, ბიძინაშვილი (ჯიღაური 62), დავითაშვილი, ფლამარიონი
სლოვანი: ხოვანი, პაუშეკი (რამირესი 106), აბენა, კაშია, მედვედევი (გრინი 114), კანკავა, კუცკა (მუსტაფიჩი 114), ჩაკვეტაძე (ბარსეგიანი 62), ჰოლმანი (საპონიჩი 46), ვაისი, ჩავრიჩი (ზმრჰალი 67)
ეეე, ბედმაც გაგვწირა და მსაჯმაც, მეორე პენალტი 100%-იანი იყო.
პირდაპირ ვიტყვი ცხელ გულზე, რასაც ვფიქრობ.
1) სულ მუხრუჭი იყო ნაკრებში კანკავა, ეხლა პასს ელვის სისწრაფით აკეთებდა, ყოჩაღ.
2) სომეხი ზურგში ხანჯალი, როგორ უნდა იყვეს, სულ.
3) კუპატაძე ამიტომ თამაშობს, საქართველოში. (ლორიასავით 1 რაღაც უნდა ,,გააკეთოს,,)
4) რაც მთავარია და მატჩის ბედი გადაწყვიტა, შეთქმულების თეორიების არ მჯერა, მაგრამ რას გავდა მსაჯის სიბრმავე!!! თამაში უნდა მოეგო ,,დინამოს,, პენალტით, ყველაზე ცოტა.