"მე კაი ხანია, ქართულ ფეხბურთს აღარ ვუყურებ, მაგრამ რაღაცას გეტყვით. დღეს სუფრასთან ვიჯექი და თან ვუყურებდი თამაშს.
"ბათუმის" წაგებას კონკრეტული მიზეზი აქვს და შემთხვევითობა არაფერ შუაშია. ბუნებაში ყველა გოლი შემთხვევითობა იქნებოდა, კანონზომიერებას თუ არ გავითვალისწინებთ.
მთავარი შეცდომა კუთხურიდან გაშვებული გოლი არ იყო. შეცდომა სხვაგან იმალება - გატანილი გოლის შემდეგ გუნდმა ბურთი ვერ შეინარჩუნა. ესაა წაგების მიზეზი და არა კუთხურიდან გაშვებული გოლი.
ეგ
თავის დამშვიდება და "აუ, შემთხვევით წავაგეთ" ძახილი, უარესია. საქართველოში ფეხბურთი რომ განვითარდება, მერე ბეჯითად, ბოლომდე, ყურადღებით თამაშს ვისწავლით, მაგას ერქმევა ფეხბურთი. როცა ფეხბურთისთვის ქვეყანაში არაფერი კეთდება, ასე უკანა კარიდან სადმე მოხვედრის იმედად არ უნდა ვიყოთ.
PS შემთხვევითობა კი არა, ქართული ფეხბურთის ტრადიციაა ბოლო წუთებზე წაგება და ამას მიზეზები აქვს", - წერს სანაია.
ვაისი: "დინამო" უკეთესი გუნდი იყო - მიყვარხართ
გეგუჩაძე: რესურსი და ძალები არ გვეყო - ცხოვრება გრძელდება
ბათუმის "დინამო" დრამატულ მატჩში "სლოვანთან" დამარცხდა [VIDEO]
ძალიან უარყოფითი დამოკიდებულებისა,ამ შემთხვევაში სუფთა საფეხბურთო ჭრილში მართალია,ბათუმმა ძალიან მაგარი თამაში გვანახე,მაგრამ გატანილი გოლის შემდეგ მეტი პროფესიონალიზმი იყო საჭირო,გამარჯვების ბოლომდე მისაყვანად,თუმცა მე მჯერა ბათუმელთა უფრო მეტი განვითარების. პ.ს.რაც შეეხება იმას,რომ დღეს ფეხბურთის განვითარებისთვის არაფერი არ კეთდება,არასწორია,სიმართლე იქნებოდა გეთქვა,არასაკმარისი კეთდება.აი,ფეხბურთისთვის თითქმის არაფერი კეთდებოდა თქვენი საყვარელი ხელისუფლების დროს.