"პირველ მატჩში გარკვეული წნეხით ვითამაშეთ..." - რა თქვა ჭიაბრიშვილმა "პაიდესთან" განმეორებითი მატჩის წინ

AutoSharing Option
კონფერენს ლიგის საკვალიფიკაციო ეტაპის 1/8-ფინალური ეტაპის განმეორებით შეხვედრაში დღეს თბილისის "დინამო" გასვლით შეხვედრაში "პაიდეს" დაუპირისპირდება.

ქართულ გუნდს საშინაო ასპარეზზე 2:3 აქვს წაგებული და დღეს აუცილებელი გამარჯვება ესაჭიროება. მატჩისწინა პრესკონფერენციაზე "დინამოს" მწვრთნელმა გია ჭიაბრიშვილმა თქვა:

"ფეხბურთია... თამაში 90 წუთი გრძელდება და ჩვენ პირველ თამაშში გვქონდა კარგი შანსები, რომ ეს თამაში მინიმუმ არ წაგვეგო, მაგრამ რაღაც ეტაპზე დავკარგეთ კონცენტრაცია და საბოლოო ჯამში უხეში შეცდომებით დავმარცხდით... ასეა, როდესაც 90 წუთი არ ხარ კონცენტრირებული, ასე შეიძლება მოხდეს...

პირველ მატჩში საკმაოდ ბევრი ადამიანი მოვიდა. დიდი
არენა გვაქვს და ამას გარკვეული წნეხი ჰქონდა. ვფიქრობ, აქაც ბევრი ადამიანი მოვა, რომლებიც კარგ ატმოსფეროს შექმნიან. ჩვენ უფრო ლაღადად და მშვიდად ვითამაშებთ, ვიდრე სახლის მატჩში, რომელსაც თავისი დაძაბულობა ჰქონდა და წნეხი ჩვენზე მოქმედებდა. 

მოწინააღმდეგის შესახებ ინფორმაციის მოპოვება რთული არ იყო და მათზე ყველაფერი ვიცოდით. ერთია, როდესაც ითამაშებს და უშუალოდ შეეხები ამას და მეორეა, როდესაც გააანალიზებ ტელევიზორიდან.

წნეხი აღარ გვაქვს... მთავარი იყო ჩვენი გულშემატკივრისთვის, რომ სახლში გაგვემარჯვა. ჩვენ ეს მოვახერხეთ, მაგრამ არ ვიძახი, რომ აუცილებლად უნდა მოგვეგო... ჩვენ ყველა მოწინააღმდეგეს პატივს ვცემთ... ჩვენ წინააღმდეგ საკმაოდ კარგად ორგანიზებული გუნდი ასპარეზობდა და ვერ გავიმარჯვეთ...

"დინამოს" თამაშებს ყოველთვის წნეხი ახლავს და ამას გვერდს ვერ ავუვლით, რადგან ვისაც არ უნდა ვეთამაშებოდეთ, ავტომატურად წნეხია... ამას მიჩვეულები ვართ, აქ არ იქნება დამატებითი საფიქრალი და აქ უშუალოდ მატჩზე ვიქნებით კონცენტრირებულნი და მხოლოდ თამაშზე ვიფიქრებთ", - თქვა ჭიაბრიშვილმა.
მკითხველის კომენტარები / 8 /
ინტელექტის პრობლემაა ქართულ ფეხბურთში მწვრთნელმა ისე გამოლანძღა თავისი ფეხბურთელები ისე უწოდა მშიშრები რომ ვერც კი მიხვდა. ისე, სხვათაშორის, იგივეს იძახდა არარატ-არმენიასთან წაგებული მატჩის შემდგომ.
იბერია
14 ივლისი 2022 23:53
0
ხალხი არ მიდის და მოდით,დაგვეხმარეთო!მიდის და თქვენ დანახვაზე ფეხები გვიკანკალებსო!ასე თამაშს სულ არ თამაში და ხელფასის ისე გაცემა ურჩევნია ფიფიას.ხალხი მაინც აღარ შეაგინებს.არ მინდა რაღაცა ისე ვთქვა,მაგრამ რაღაცას რომ ამბობთ,აზრი მაინც ხომ უნდა დაატანოთ!ან რა იმდენი ხალხი იყო,რომ შეგშინებოდათ.პატარძალმა ეზო ვერ დაგავა და ეზო მრუდეაო,ისე გამოდის.დღეს 1500 კაცი იქნება,ყველა მათი გულშემატკივარი და იქნებ იმათაც ხელი შეუშალონ. იქ მაინც გააკეთეთ რაღაცა,ჩვენ ხელს აღარ შეგიშლით.
სოსო
14 ივლისი 2022 19:41
0
...
პირველ მატჩში საკმაოდ ბევრი ადამიანი მოვიდა. დიდი არენა გვაქვს და ამას გარკვეული წნეხი ჰქონდა.

ჯერ არც გეკუთვნოდათ მაგდენი ადამიანის მოსვლა სტადიონზე, მარა გულშემატკივრები მაინც მივიდნენ და მერე როგორც დაუფასეთ ყველამ ვნახეთ. მერე კიდევ, რა წნეხი? საკუთარი გულშემატკივრების იმედად არიან ყველგან და ყველამ იცის რა ეფექტი აქვს გადაჭედილ სტადიონებს. უხარიათ რაც მეტი მივა, მით უკეთესი და საერთოდ რაზე საუბრობს ეს ადამიანი?
ამ 2:3-მა მთლიანად გადაფარა ფარერების სირცხვილი და არა მგონია რომ დღეს რამე ღირებული გააკეთოთ. ძალიან გამიხარდება შემდეგ ეტპაზე დინამოს გასვლა, მხოლოდ უეფას სარეიტინგო ქულების გამო, თორემ ღირსები ნამდვილად არ ხართ.

რედაქციას: ესეთ და მსგავს სამართლიანად მკაცრ პოსტებს რატომ არ აქვეყნებს საიტის ადმინისტრაცია? რა, შინ რომ 2:3 წააგეს მართლაც ვიღაცასთან, მაგაზე ხმა არ ამოვიღოთ და მხოლოდ ესეთი კომენტები ვწეროთ: "სამწუხაროა", "არაუშავს, ფეხბურთია" და მსგავსი სიბეცე???
ლევანი
14 ივლისი 2022 13:09
0
არარატის მატჩის მერეც იმავეს იძახდა. რა ქნან? ხალხი ღიად გვეუბნება შეგვეშვით დაგვანებეთ თავიო. მალე ამათი მატჩების გაშუქებასაც აუკრძალავენ ჟურნალისტებს - ნეგატიური კომენტარები მოდის და ვითრგუნებითო და ასე იჯდებიან და ბოლომდე გამოხრავენ ქართულ ფეხბურთს ჩუმად და მარტო
იბერია
14 ივლისი 2022 23:57
0
ძაან კომუნისტი ადმინები ყავს ამ საიტს. მაგიტო დიდი ალბათობით ამ პოსტსაც არ გამოაქვეყნებენ
Star Lord
14 ივლისი 2022 17:32
0
ამ კაცს გულშემატკივარზე აბარძგალებს, მხარდაჭერის ნაცვლად წნეხი გონია ხალხის სტადიონზე მოსვლა. ასე იყო საბურთალოში მიჩვეული, თავისთვის თამაშობდა გუნდი და "გულშემატკივარს ვინ ეკითხება" პოზიცია ქონდა იქაც. ზუსტად ეგ წარმოდგენა დამრჩა არარატ-არმენიასთან თამაშის შემდეგაც მისი საქციელიდან გამომდინარე.
გადაიყვანეთ მუშტაიდში სადმე პატარა მინდორი მოუხაზეთ და იქ ათამაშეთ მაყურებლების გარეშე - ლიგაზეც კი გავა კონფერენს ლიგის შესარჩევებიდან, მისი ლოგიკიდან გამომდინარე ))
დათა თუთაშხია
14 ივლისი 2022 12:14
1
აჰა, "ხოხბების" მთავარი მწვრთნელიც გამოჩნდა. აბა ჰე, თქვენ იცით, დაწერეთ ახალი ისტორია, ამჯერად "პაიდესთვის", თქვენთვის ხომ ფსკერი არ არსებობს ფიფანოს ჩიტებო.
ირაკლი
14 ივლისი 2022 11:54
2
კარგი გია, რა წნეხი. მაგ მოედანზე თამაშობთ სულ, პირველად ხომ არ გახვედით. თქვენ წნეხი და ხალხის ზიზღი მაშინ ნახეთ თუ გასვლაზე ვერ მოიგეთ და შემდეგ ეტაპზე ვერ გადახვედით.
JABA
14 ივლისი 2022 11:39
1
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული