ოქრიაშვილი, ყაზაიშვილის მსგავსად, სამხრეთ კორეის ჩემპიონატში ითამაშებს

AutoSharing Option
სამხრეთკორეულმა გუნდმა "ჯეონბუკ ჰიუნდაი მოტორსმა" გვაუწყა, რომ საქართველოს ნაკრების ფეხბურთელი თორნიკე ოქრიაშვილი დაიმატა.

კონტრაქტის დეტალები ჯერჯერობით ცნობილი არაა, ჩვენებური კი "აპოელიდან" წამოსვლის შემდეგ თავისუფალი აგენტი იყო.

როგორც იცით, სამხრეთ კორეაში კიდევ ერთი ქართველი ფეხბურთელი, ვაკო ყაზაიშვილი ირჯება, რომელიც "ულსან ჰიუნდაის" მაისურს ირგებს.

რაც შეეხება "ჯეონბუკს", ის სატურნირო ცხრილში მე-2 ადგილზეა და სწორედ ყაზაიშვილის კლუბს ჩამორჩება.
მკითხველის კომენტარები / 16 /
ჩამოდით დაუდექით ქვეყანას გვერდით ფული არამგონია გაკლდეთ იქნებ სადმე ჯგუFში გავიდეთ ! 2 წლიწადში გელოდებიტ ეროვნულ ლიგაში
beqa
15 ივლისი 2022 12:54
1
სამწუხაროა,რომ საქართველოს ნაკრების ძირითადი ფეხბურთელები დაბალი დონის ლიგებში თამაშობენ.დავიჯერო უკეთეს გუნდს ვერ მოძებნიდნენ?საქართველოში დაბრუნება ჯობდა ორივესთვის
ლექსო
15 ივლისი 2022 12:43
7
რომელიც ბულგარეთთან სახლში თამაშის დროს დაგვაკლდა!
ყაზაიშვილს ცალი ფეხით აჯობებს ტიპი ისეთი უღიმღამოა..
სოსო-ს
15 ივლისი 2022 13:42
7
რომელია ძირითადი
სოსო
15 ივლისი 2022 12:55
1

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული