"წარმოუდგენელი იყო ამ თემისთვის გვერდი ამევლო და უბრალოდ ისე გამეტარებინა, თითქოს არც არაფერი მომხდარა. ეს პოსტი ჩემს მეგობარს და უმაგრეს ადამიანს, კვარას ეხება. უფრო ზუსტად კი, კვარას ნაკლებად, რადგან მას არც ადვოკატი სჭირდება და არც განსაკუთრებული მხარდაჭერა. გამომდინარე იქიდან, რომ იგი ისევე, როგორც მისი ოჯახი, გამორჩეულია ქვეყნის სიყვარულით და პატრიოტიზმით.
აი, ვინც მას ლანძღავთ კი, გულწრფელად გეტყვით. კვარას ფეხის ფრჩხილის ფასიც კი არ ხართ არცერთი, რადგან თქვენი მთელი
გაშიფრულები ხართ თავიდან ბოლომდე. კვარას ლანძღავთ ადამიანები, რომლებსაც საერთოდ არაფერი გაქვთ გაკეთებული ქვეყნისთვის. არც მისი სახელის საზღვრებს გარეთ გატანისთვის და მით უმეტეს, არც საქართველოს პოპულარიზაციისთვის. ამიტომ, თითოეულ თქვენგანს მოგმართავთ - მე, ჯანო ანანიძე, ყოფილი ფეხბურთელი, რომელსაც საუკეთესო წლები რუსეთის ჩემპიონატში მაქვს გატარებული. თქვენ, ღვარძლით და ბოღმით სავსე ვაიპატრიოტებო, ვერასოდეს ვერ გააკეთებთ ქვეყნის კეთილდღეობისთვის იმაზე მეტს, ვიდრე თითოეული სპორტსმენი და ამ შემთხვევაში აკეთებს ხვიჩა.
ვერც ვერასოდეს მიუახლოვდებით ქვეყნის პოპულარიზაციისთვის ჩვენ მიერ გადადგმულ ნაბიჯებს და სწორედ ამის ბოღმა გახრჩობთ. ეგრე განაგრძეთ. ყველამ იცის, ვინც ხართ და რასაც წარმოადგენთ. ამიტომ, რაც, როგორც, რამდენიც, რაზეც და რა ზომაც არ უნდა ატეხოთ, სულ იცოდეთ, რომ სპორტსმენებთან შედარებით, ყოველთვის მეასეხარისხოვნები იყავით, ხართ და იქნებით."