ნიკა კვეკვესკირი: ბათუმის "დინამოზე" უკეთესი გუნდი მხოლოდ ქაღალდზე გვყავს

AutoSharing Option
ბათუმის "დინამოსთან" კონფერენს ლიგის მეორე საკვალიფიკაციო ეტაპის პირველი მატჩის წინ პრეკონფერენციაზე "ლეხის" ნახევარმცველმა ნიკა კვეკვესკირმა ისაუბრა:

"ჩვენ უკეთესი გუნდი გვყავს და უფრო მაღალი ხარისხის, მაგრამ ეს მხოლოდ ქაღალდზე. "დინამოსა" და "სლოვანის" მატჩს ვუყურე, ბათუმელები გამარჯვებას იმსახურებდნენ. "დინამომ" ძალიან კარგად ითამაშა და არ გაუმართლა. მათ თავიანთი სტილი აქვთ. ამიტომაც, თუ წარმატების მიღწევა გვინდა, ასეთ გუნდთან ყველაფერი უნდა ვაჩვენოთ და გავიღოთ, რაც გვაქვს.

სამწუხაროა, რომ ხვალ ქართველების წინააღმდეგ უნდა ვითამაშოთ. რთული მატჩი იქნება. ცხადია, "დინამოს" ამჯერად წარმატებას ვერ ვუსურვებ და ვიმედოვნებ, რომ
ხვალ ქართული ფეხბურთისთვის კარგი დღე არ იქნება, რადგან გამარჯვება გვინდა.

"დინამოს" დიდი ხანია ერთი მწვრთნელი ჰყავს და მიჰყვება ერთ კონკრეტულ თამაშის ხედვასა და ტაქტიკას. ექსტრაკლასა უფრო მაღალი დონის ჩემპიონატია, ვიდრე საქართველოს პირველობა".

მომზადებულია FC Dinamo Batumi - News-ის მიხედვით

მკითხველის კომენტარები / 7 /
აღმოსავლეთი ევროპის პირობებში პოლონეთის ჩემპიონატი კარგი დონის არის, მაგრამ მტლიანად ევროპის მასშტასბით საკმაოდ უფერულია
ალეკო
11:05 21-07-2022
0
კი მაღალი დონის ჩემპია ექსტრაკლასა აბა რაა. კარგად გამოჩნდა ყარაბაღთან შეხვედრებში აბა რაა
შაკო
09:22 21-07-2022
1

სიახლეები პოპულარული