ნიკა კვეკვესკირი: ბათუმის "დინამოზე" უკეთესი გუნდი მხოლოდ ქაღალდზე გვყავს

AutoSharing Option
ბათუმის "დინამოსთან" კონფერენს ლიგის მეორე საკვალიფიკაციო ეტაპის პირველი მატჩის წინ პრეკონფერენციაზე "ლეხის" ნახევარმცველმა ნიკა კვეკვესკირმა ისაუბრა:

"ჩვენ უკეთესი გუნდი გვყავს და უფრო მაღალი ხარისხის, მაგრამ ეს მხოლოდ ქაღალდზე. "დინამოსა" და "სლოვანის" მატჩს ვუყურე, ბათუმელები გამარჯვებას იმსახურებდნენ. "დინამომ" ძალიან კარგად ითამაშა და არ გაუმართლა. მათ თავიანთი სტილი აქვთ. ამიტომაც, თუ წარმატების მიღწევა გვინდა, ასეთ გუნდთან ყველაფერი უნდა ვაჩვენოთ და გავიღოთ, რაც გვაქვს.

სამწუხაროა, რომ ხვალ ქართველების წინააღმდეგ უნდა ვითამაშოთ. რთული მატჩი იქნება. ცხადია, "დინამოს" ამჯერად წარმატებას ვერ ვუსურვებ და ვიმედოვნებ, რომ
ხვალ ქართული ფეხბურთისთვის კარგი დღე არ იქნება, რადგან გამარჯვება გვინდა.

"დინამოს" დიდი ხანია ერთი მწვრთნელი ჰყავს და მიჰყვება ერთ კონკრეტულ თამაშის ხედვასა და ტაქტიკას. ექსტრაკლასა უფრო მაღალი დონის ჩემპიონატია, ვიდრე საქართველოს პირველობა".

მომზადებულია FC Dinamo Batumi - News-ის მიხედვით

მკითხველის კომენტარები / 7 /
რა გაცინებს შ--მა სკამის ფორმა მიგაღებინეს წადი სადმე.
რრრ
20 ივლისი 2022 22:33
1
კვეკვე ძალიან მიყვარხარ მარა ბოდიში უნდა მოგიგოთ. წელს უნდა გავიდეთ კონფერენც ლიგაზე. ძალიან მარტივი ლოგიკით უნდა მიხვდე რომ არ გაგიმართლათ.
roma
20 ივლისი 2022 22:18
2
ჯერ გადახტით და ჰოპა მერე დაიძახეთ
დინამოს გაუმარჯოს
20 ივლისი 2022 21:41
1
გასაგებია, რომ მეტოქეა ქართული კლუბის თუმცა ვფიქრობ, რომ ქართულ ფეხბურთს კარგი დღე არ ექნებაო ცოტა ცუდი ნათქვამია
juve
21 ივლისი 2022 00:55
1
კი მაღალი დონის ჩემპია ექსტრაკლასა აბა რაა. კარგად გამოჩნდა ყარაბაღთან შეხვედრებში აბა რაა
შაკო
21 ივლისი 2022 09:22
1
ცოტა მეტი კორექტულობა გმართებს დაფიქრება რას ამბობ კარგი დღე არ გაგითენდეს ქალივით წყევლა გამოგივიდა არამგონია ამას ფიქრობდე მგონი აზრი სწორად ვერ დაალაგე. კიდე ერთი რატო არ გაქვთ მომატების სურვილი თუ ყაზახეთი და პოლონეთის მაქსიმუმი? თითქოს ჭკუით თამაშობ მაგრამ სტაბილურობა და უბურთოდ თამაში ასევე პასი რომელიც გოლზე მეტია ყოველთვის როცა პროფესიონალიზმზე ვსაუბრობთ მახსენდება ზაზა ფაჩულიას მონაყოლი დიდი ნოვიცკის შესახებ ფაქტიურად ზაზას ნოვიცკის კარიერის ბოლოს მოუწია ერთად თამაში და ნოვიცკის რომელმაც 2 ათეული წელი ითამაშა ნბეაში წარმოიდგინეთ რამდენი სამიანი ექნებოდა ნასროლი ჩაგდებულის სტატისტიკა არსებობს და ნოვიცკის რომელმაც ფაქტიურად მარტომმოიგო ჩემპიონობა და უკვე აღარც ამბიცია არ უნდა ჰქონოდა ვარჯიშის დამთავრების შემდეგ კიდე ერთი საათი დამიანეს ესროდა ყოველი ვარჯიშის შემდეგ ეს არი ნამდვილი პროფესიონალიზმის მაგალითი ვისაც უნდა დავუმტკიცებ რომ ნაკრების ფეხბურთელების უმრავლესობა სამ ზედიზედ დარტყმული ბურთს 30 მეტრიდან ერთიდაიგივე წერტილში ვერ მოახვედრებენ წერტილი იგულისხმება დაახლოებით კალათბურთის კალათზე ოდნავ ფართო. ტყუილად ნურავინ იფიქრებს მილიონებს რომ იხდიან ფეხბურთელებში წარმატებებს ვუსურვებ კვეკვესკირი კარიერაDი ოღონდ დინამოს წინააღმდეგ არ გაგიმართლა და ცუდი მატჩი ჩაატარა ასე უნდა გეთქვა კარგი იქნება თუ დინამოს არ გაუმართლებელ.ყველა ქართველს ვენაცვალე ვისაც სამშობლოსათვის უძგერს გული.
კახა
21 ივლისი 2022 03:13
1
აღმოსავლეთი ევროპის პირობებში პოლონეთის ჩემპიონატი კარგი დონის არის, მაგრამ მტლიანად ევროპის მასშტასბით საკმაოდ უფერულია
ალეკო
21 ივლისი 2022 11:05
0

სიახლეები პოპულარული